მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭკადუაშის მოსახლეობამ ჯვარი-ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზა გადაკეტა

ჭკადუაშის მოსახლეობამ ჯვარი-ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზა გადაკეტა [Video]

Published on

სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობამ ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. ადგილობრივები სოფელში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა, გარდა პროტესტის ამ ფორმისა, რადგან როგორც ისინი ამბობენ, არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების თხოვნით, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს და სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია შეხვდა. ქანთარიას თქმით, ბეტონის საფარის დაგება წვიმიანი ამინდების გამო ვერ გაგრძელდა 500 მეტრის მონაკვეთზე, რაც ორშაბათიდან გაგრძელდება. გუბერნატორის მოადგილე აქციას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...