მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა'' - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში

,,ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა” – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში

Published on

 შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
 
მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს პოლიციელებისა და შსს-ს თანამშრომლების სახელითაც მიმართა.
 
„მინდა მოგმართოთ თითოეული პოლიციელისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სახელით, სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც მათ აღელვებთ. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი საკმაოდ მაღალია. საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია გახადოს მხარე. მაშინ როდესაც ერთმნიშვნელოვნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია არის, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო. შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და პოლიციის ძირითადი მიზანი, რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური“, – განაცხადა გახარიამ.
 
შს მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხშირად ადგილი აქვს პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობებსაც.
 
„მეორე მნიშვნელონი საკითხი გახლავთ ის, რომ სისტემური ხასიათი მიიღო სამწუხაროდ, პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ და ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. რა თქმა უნდა, აქაც ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მისი მომავლის ინტერესებში“, – აღნიშნა მინისტრმა..
 ბოლო პერიოდშ  არის მცდელობებიი, რომ პოლიციას მოქმედების არეალი შეუზღუდონ. ეს ეხება  თემებს, გეოგრაფიულ განზომილებებს, კლუბების და სხვადასხვა სახის მცნებებს. ვერავინ, ვერასოდეს, პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად. ასევე ხაზგასმით მინდა გავამახვილო ყურადღება და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებში, როგორიცაა საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი – უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს, რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არა არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ერთი სოციალური ჯგუფის, ადამიანთა ჯგუფის ინტერესში. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე უფრო მაღლა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...