მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნადვილად უნამუსობაა სკოლის დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა იმიტომ, რომ მას არ სურდა სალომეს...

„ნადვილად უნამუსობაა სკოლის დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა იმიტომ, რომ მას არ სურდა სალომეს ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვა”.

Published on

 
ია კერზაიას საქმეზე იქნებ, ის პასუხი, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“, არ გაგვცეთ. იქნებ, გვითხრათ, რომ თქვენ ვერ ერევით ამ საქმეს და ვიღაც არის მთავრობაში, რომელიც ბლოკავს და ხელს გიშლით ამის გაკეთებაში, ბოლომდე თქვენი მხარდამჭერი ვიქნებით მათთან ჭიდაობაში, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ შს მინისტრ გიორგი გახარიას.
 
დეპუტატმა მინისტრს პარლამენტში მისი გამოსვლა და დაპირება გაახსენა, რომ ია კერზაიას საქმეს აუცილებლად გამოიძიებდა.
 
„თქვენ 2018 წლის 21 დეკემბერს, ია კერზაიას საქმეზე განაცხადეთ შემდეგი: მე პირადად გპირდებით ამ საქმეს დავასრულებ და თქვენ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, ასე დასხდეთ და ვისაუბროთ, მერე უბრალოდ შეგრცხვებათო“. ნამდვილად არ არის ჩემი საქმე, ვის რაზე შერცხვება. უბრალოდ, რადგან ასეთი სიტყვები გამოიყენეთ თავად, იქნებ ის პასუხი, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“ არ გაგვცეთ და არ გვითხრათ, რომ შეუერთდა იმ გამოუძიებელი საქმეების სიას, როგორიც არის მუხთარლის, მაჩალიკაშვილის, სარალიძის და ა.შ. ეგებ ასეთი პასუხი არ გაგვცეთ და გვითხრათ, რომ თქვენ ვერ ერევით ამ საქმეს და ვიღაც არის ამ მთავრობაში, რომელიც ბლოკავს და ხელს გიშლით ამის გაკეთებაში, ბოლომდე თქვენი მხარდამჭერი ვიქნებით მათთან ჭიდაობაში“, – განაცხადა ხოშტარიამ.
 
„ნადვილად უნამუსობაა სკოლის დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა იმიტომ, რომ მას არ სურდა სალომეს ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვა – მიმართა.გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ  .უსინდისობაა, აქ მჯდომი დეპუტატის პირადი ცხოვრების შესახებ დანაშაულის რეალურად არ გამოძიება,დიახ, ნამდვილად უნამუსობაა ახალქალაქის ძალადობაზე ადამიანების არ დასჯა. ბატონი ენზელ მკოიანი, რომელმაც დააორგანიზა აღნიშნული ძალადობა, დღეს დარბაზშია. ეს მისი უნამუსობაა, მაგრამ თქვენი უნამუსობა ბატონო გიორგი არის ის, რომ ერთი ადამიანიც კი არ წასულა ციხეში, მაშინ როდესაც, 40-მა ადამიანმა უმოწყალოდ სცემა ოპოზიციის წარმომადგენლები. უნამუსობაა ნამდვილად, როდესაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს საკუთარ ლოგინში, ოჯახის წინ დახვრეტ, არ გამოიძიებ ამ დანაშუალს და ერთი წლის შემდეგ სპეცრაზმით შევარდები პანკისში. უსინდისობაა, აქ მჯდომი დეპუტატის პირადი ცხოვრების შესახებ დანაშაულის რეალურად არ გამოძიება და მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების დასჯა, რომელთაც ეს კადრები გადაუგზავნეს მეგობრებს ან ნათესავებს. დიახ, თქვენ არ დასაჯეთ პირველწყარო, იმიტომ, რომ ღრმად მრწამს, თქვენ თავად იყავით ჩარეული ამ დანაშაულში და მითითებებს იღებდით ქვეყნის მმართველი ბიძინა ივანიშვილისგან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
 
დეპუტატმა ისიც დასძინა, რომ უსინდისობაა დავით კირკიტაძის ციხეში ყოფნა მაშინ, როდესაც ადამიანის ცემაში ბრალდებულები: გეგეშიძე, ოთარ ფარცხალაძე და დეპუტატი მკოიანი თავისუფლები არიან.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...