მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს, დღეს ამ დარბაზში...

,,ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს, დღეს ამ დარბაზში თქვენი გადადგომის საკითხი უნდა ისმებოდეს“- ოპოზიცია გახარიას მიმართავს

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგა. სიტყვის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ მინისტრს მწვავე კითხვები დაუსვა .
 
 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის  კითხვები პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა
 
„გაოცებული ვარ თქვენი გამოსვლის ტონით, როდესაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებით, მიგევლინათ პოლიცია პანკისის ხეობაში, ბევრად უფრო დიდი დარტყმა მიაყენეთ ქართულ პოლიციას, ვიდრე ვინმემ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს, დღეს ამ დარბაზში თქვენი გადადგომის საკითხი უნდა ისმებოდეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. და იქვე დაინტერესდა, დასვა თუ არა მინისტრმა კითხვა ჰესების მშენებელ კომპანიასთან, თუ რატომ იყო საჭირო 21 აპრილს, ხეობაში სამართალდამცველების გაგზავნის.
 
„დღეს, როდესაც შესული ხართ ჩიხურ ვითარებაში, ერთი მხრივ, არის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება, თუკი ხელისუფლება განახორციელებს კანონიერ ზომებს მათ წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ დაისაჯონ მონაწილეები, რა არის გამოსავალი?! როგორ აპირებთ ჩიხიდან გამოსვლას?, “- განაცხადა სალომე სამადაშვილმა
 
,,როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას. უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ შს მინისტრს გიორგი გახარიას..
 
„თქვენ ბრძანეთ, გამოსვლის დასაწყისში ძალიან უცნაური რამ, რომ თითქოს ოპოზიცია კამპანიას აწარმოებს პოლიციის დისკრედიტაციის. არადა, მე გეტყვით საპირისპიროს. თუ ვინმე პოლიციის დისკრედიტაციას უწყობს ხელს, ხართ პირადად თქვენ – გიორგი გახარია, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან. ეს ყველაფერი დადასტურდა ზუგდიდშიც. მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი, ხვიჩა ცხაკაია საკმარისია, რომელზეც თქვენ თავი გამოისულელეთ და თქვით, რომ უბრალოდ არ გსმენიათ მის შესახებ. არადა, პირადად ხართ მასთან შეხვედრილი. თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც „რემენას“ აეროპორტში ხვდება. იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც „ლავასოღლის“ ათავისუფლებს, იმ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი ხართ, რომლის რიგებში არის კახა კალაძე, რომლიც ამაყობს რვა სული ქურდით და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარკს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას. უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და მრავალჯერ დაგიმტკიცებიათ ეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...