მთავარისიახლეებიპოლიტიკა”თვითმავალ საფრთხედ” წოდებული ქალბატონის თვითშემოქმედება'' - სალომე ზურაბიშვილის მორიგი გაუაზრებელი განცხადება

”თვითმავალ საფრთხედ” წოდებული ქალბატონის თვითშემოქმედება” – სალომე ზურაბიშვილის მორიგი გაუაზრებელი განცხადება

Published on

 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი  საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობის წინააღმდეგია – ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 1 მაისს"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.
 
“არ მგონია, ეს რეკომენდირებული იყოს. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება, პროვოკაციად იყოს აღქმული. ასევე, არ მგონია, რომ აშშ მზად იყოს იმისთვის, რომ აქ სამხედრო ბაზა განათავსოს, რაც ორმხრივ რეაქციას გამოიწვევს, როგორც რუსეთის მხრიდან, ისე იმ ტერორისტების მხრიდან, რომლებიც რეგიონში ძალიან აქტიურები არიან ” – განაცხადა მან პასუხად კითხვაზე არის თუ არა ღია იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზები განთავსდეს. 
,
პრეზიდენტის ამ გაგანცხადებას უკვე მოყვა მწვავე შეფასებები ოპოზიციის მხრიდან. 
 
,,საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს, რომ განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ამერიკული სამხედრო ბაზა არ გვინდა, რადგან ეს გააღიზიანებს რუსებს და ტერორისტებს, არის სახელმწიფოს პოზიცია და შეთანხმებული იყო მთავრობასთან ან უარყოს, რომ ეს არის ”თვითმავალ საფრთხედ” წოდებული ქალბატონის თვითშემოქმედება და შესაბამისად, კონსტიტუციის დარღვევა, – ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.
 
მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით არ აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა და საკითხები საჭიროებს მთავრობასთან შეთანხმებას.
 
„უფრო მეტიც, მას არა აქვს სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე, რომელსაც კონსტიტუციით ”თანახელმოწერა” ჰქვია. მან თუ ასე გააგრძელა, იმპიჩმენტით დაამთავრებს", -აღნიშნა რომან გოცირიძემ.
 
 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...