სანდრა რულოვსი გეგმავს საგანმანათლებლო ინსტიტუტის გახსნას, რომელიც ია კერზაიას სახელობის იქნება [Video]

0
506
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით ახალგაზრდებთან მერობის კანდიდატების შეხვედრების ციკლი დაიწყო, პირველი შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან შედგა. 
განათლება, დასაქმება და გამჭირვალობა დასაქმების კუთხით – ამ საკითხებიდან გამომდინარე ახალგაზრდებმა მერობის კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს, მანამდე კი სანდრა რულოვსმა საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. მან  ყურადღება გაამახვილა, ახალგაზრდების მიგრაციის პრობლემის მოგვარებაზე და მათ დასაქმებაზე. 
„მერი დაფასთან“ სანდრა რულოვსის თქმით, ის გეგმავს კვირაში ორჯერ წაიკითხოს ორ სკოლაში ლექციების კურსი „ტოლერანტობაზე“ და „ჯანსაღი ცხოვრების წესზე“.
მერობის კანდიდატმა მთავარი აქცენტი ლაზიკაზე გააკეთა, მისი თქმით ლაზიკა ზუგდიდელებს ევროპის კარიპჭის ფუნქციას დაუბრუნებს. ეს პროექტი კი ეკონომიკური თვალსაზრისით მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და სხვა ქალაქებისთვის მისაბაძი ფუნქციის იქნება. 
მან ასევე დასძინა, რომ ლაზიკას მშენებლობის პროცესში მესამე პრეზიდენტს გათვალისწინებული ქონდა სოხუმში  დაზიანებული არქიტექტურულად ღირებული შენობების იდენტური ნაგებობების აშენება  ლაზიკაში და სწორედ  ამიტომაც ლაზიკა, როგორც ძლიერი ქალაქი უნდა გაცოცხლდეს.
ასევე მან განაცხადა, რომ ქალაქში რამდენიმე ასეული სტუდენტი სწავლობს და ის გეგმავს ახალგაზრდებისთვის დამატებით საგანმანათლებლო ინსტიტუტის გახსნას, რომელიც ია კერზაიას სახელობის იქნება. 
მისი თქმით, თუ ის ზუგდიდის მერი გახდება, მისი სამუშაო სტილი ყოველთვის გამჭირავლე იქნება. ახალგაზრდებისთვის  სპეციალურად შეიქმნება ახალგაზრდული ფორუმი, ასევე მერიის სხვადასხვა სამსახურებში  სტაჟირების კურსები დაიგეგმება. 
მან ასევე აღნიშნა, რომ ათი წელი მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში და ამ ხნის განმავლობაში უცხოელ დონორებთან მისი კონტაქტებით ქვეყანაში   100 მილიონი დოლარი შემოვიდა და ამ მიმართულებით ის ზუგდიდშიც გააგრძელებს მუშაობას. 
 
 
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა მერობის კანდიდატების ახალგაზრდებთან შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
მერობის კანდიდატის საარჩევნო  პროგრამის გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში გადავიდა. ახალგაზრდებმა ძირითადი შეკითხვები დასვეს მათ დასაქმებაზე და თუ რა ახალი ინიტიატივების განხორციელება იგეგმება ჩვენს ქალაქში. . 
მერობის კანდიდატის  სანდრა რულოვსის თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ ხდებოდეს  ქალაქიდან ახალგაზრდების გადინება და ზუგდიდში  შეიქმნას მათთვის სამუშაო ადგილები.  მის საარჩევნო პროგრამაშიც სწორედ ამ პრობლემაზე არის ყურადღება გამახვილებული. 
 
 
 
 

წინა სტატია“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ანაკლიის პორტი დაათვალიერა [Video]
შემდეგი სტატიაავარია ზუგდიდში – დაშავებულია 10 წლის მოზარდი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური