მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება'' ემიჯნება პრეზიდენტ ზურაბიშვილს და მის სკანდალურ განცხადებებს

,,ქართული ოცნება” ემიჯნება პრეზიდენტ ზურაბიშვილს და მის სკანდალურ განცხადებებს

Published on

,,ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია რა კონტექსტში გააკეთა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.
 
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პრეზიდენტის ეს განცხადება მას არ მოუსმენია. მისივე თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ევროპა და ნატო-ში ინტეგრაციაა.
 
კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება „ქართული ოცნების“ პოზიციაა, თუ მხოლოდ თავად პრეზიდენტის, კალაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტი და პარტია „ქართული ოცნება“ არ უნდა გაიგივდეს.
 
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“ . ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი, რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა კალაძემ.
 
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია. მისი თქმით, არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...