მთავარისიახლეებისამართალიარასასიამოვნო მიღება-დახვედრა - ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის პირველი დღე სამსახურში

არასასიამოვნო მიღება-დახვედრა – ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის პირველი დღე სამსახურში

Published on

ზუგდიდის საბიბლიოთეკო გაერთიანების  ყოფილი თანამშრომელი სამსახურში დაბრუნდა.

ზეინაბ მორგოშია მუშაობას კვლავ ძველ – მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე გააგრძელებს.თუმცა როგორც მორგოშიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ადგილი აქვს მიზანმიმართულ პროვოკაციას. ის განყოფილების გამგის  და დირექტორის მხრიდან მის მიმართ გამოხატულ უარყოფით დამოკიდებულებაზე საუბრობს.

ბრალდებას უარყოფს განყოფილების გამგე ქეთევან კვარაცხელია, მისი თქმით, არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ქონია.

საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი მადონა მაქაცარია აცხადებს, რომ პრობლემა სამუშაო მაგიდის გამოყოფა იყო, რაც უკვე მოგვარებულია.

ზეინაბ მორგოშია  სამსახურიდან 2017 წლის ბოლოს გაათავისუფლეს, როგორც თვითონ აცხადებს, მისი გათავისუფლენა პოლიტიკური ნიშნით,  მაშინდელი მერის, მისი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით  მოხდა, რადგან მისი ქმრის, ალიოშა ალანიას მიმართ პირადი ინტერესები ამოძრავებდათ. ზეინაბ მორგოშიამ სასამართლო დავა შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა, მას კომპენსაციის სახით გადაუხდიან 4 ათას ლარს, ნაცვლად 8 ათასისა. მისი თქით, რაღაც დათმობაზე წავიდა და სასამართლო დავა არ გააგრძელა

სიახლეები

ტრაპმი: ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის

ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში...

ზუგდიდში ხვალ აქციაზე პოლიტიკოსი და ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი ჩამოვა

ზუგდიდი უკვე იქცა რეჟიმთან უწყვეტი წინააღმდეგობის ერთ-ერთ კერად. აქაური პროტესტი ხშირად გამხდარა სხვა ადამიანების...

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქეს მიენიჭა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა. მათ შორის პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები...

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობა ტოვებს - ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანმა გორგასლის...