მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია თვლის, რომ ზურაბიშვილმა მომხდარის გამო ამერიკის საელჩოსთან კომუნიკაციის გზით, ბოდიში...

ოპოზიცია თვლის, რომ ზურაბიშვილმა მომხდარის გამო ამერიკის საელჩოსთან კომუნიკაციის გზით, ბოდიში უნდა მოიხადოს. იგი საკუთარი ქმედებებით აზიანებს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე.

Published on

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისადმი გაკეთებული კრიტიკული განცხადების twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაზიარების ფაქტს, "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან.
 
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეცდომები აზიანებს საქართველოს, როგოც სახელმწიფოს. 
 
სამადაშვილის თქმით, მომხდარის გამო საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის საელჩოსთან კომუნიკაციის გზით, ბოდიში უნდა მოიხადოს. 
 
„მსგავსი შეცდომა მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფოს საკმაოდ აზიანებს. ჩვენ არასდროს არ უნდა ჩავერიოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მით უმეტეს როდესაც ეს ხდება რაღაცა დაცინვის და უხეში ფორმით. ამაზე ალბათ ბოდიშის მოხდა მოუწევს საქართველოს პრეზიდენტს, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან კომუნიკაციის გზით. მე მიჭირს უბრალოდ ახსნა, როგორ შეიძლება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პრეზიდენტის აპარატში მსგავსი შეცდომა მოუვიდეს ვინმეს. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ სრული უპატრონობა სუფევს პრეზიდენტის აპარატში,“- სალომე სამადაშვილი.
 
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას ეხმაურება, რომელიც ჯო ბაიდენის კრიტიკას ეხებოდა.
 
ბაქრაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქმედებებით აზიანებს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, რომ დონალდ ტრამპის მიერ ტვიტერზე დადებული განცხადების გაზიარება ტექნიკური შეცდომა იყო, კითხვის ნიშნებს ბადებს.
 
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საქართველოს ამოცანა უნდა იყოს პარტნიორობის შენარჩუნება და არა შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა.
 
“ჩვენი მთავარი მიღწევა და მთავარი ამოცანა შეერთებულ შტატებთან იყო და იქნება ის, რომ გვქონდეს კარგი ურთიერთობა ორივე პარტიასთან, განურჩევლად იმისა, რომელი პარტია იქნება წარმოდგენილი თეთრ სახლში, რომელ პარტიას ექნება უმრავლესობა კონგრესში. ამიტომ სრულიად მიუღებლად, მავნებლურად და უგუნურად მიმაჩნია ნებისმიერი საჯარო ჩარევა ამერიკის შიდა პოლიტიკაში ქართველი თანამდებობის პირების მხრიდან. ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის საჯარო აქტივობით აზიანებს საქართველოს ინტერესებს უცხოეთში, ამიტომ მე არ ვიცი რამდენად ტექნიკური შეცდომა შეიძლება ეწოდოს იმას, როდესაც ადამიანი საკუთარ ტვიტერზე ოფიციალურად გადატვიტავს და დადებს ასეთ ტვიტს,“-აცხადებს დავით ბაქრაძე

სიახლეები

გაჩხრიკეს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და კიდევ 8 პირის სახლები

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის...

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრმა გეკა...

პარტიების აკრძალვის საქმე, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავა

პარტიების აკრძალვის საქმე, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ივანიშვილის პარტიის...

“სამარცხვინო ლაქაა!..” – მიხეილ სააკაშვილი ეუთოს თავმჯდომარის დაჯარიმებაზე

რუსთაველის გამზირზე თითქოსდა გზის გადაკეტვის გამო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის დაჯარიმების შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი...