გამოცემა „ეურასია დეილის“ ინფორმაციით, რუსი და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი ბაიკერების კოლონა „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. აუკრძალეს ტრანზიტიც. კოლონაში 30-ზე მეტი ბაიკერი იყო, ისინი სალონიკში მიემგზავრებოდნენ, სადაც 1-2 მაისს შეკრებაა დაგეგმილი. დაწესებული აკრძალვა კი 10 მაისამდე იქნება ძალაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ საქართველოში რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს. უწყების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კანონის ამ მუხლში აღნიშნულია, რომ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...