მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრიუსელში კათოლიკე ეკლესიამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკათედრო ტაძარი უსასყიდლოდ გადასცა

ბრიუსელში კათოლიკე ეკლესიამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკათედრო ტაძარი უსასყიდლოდ გადასცა

Published on

ბრიუსელში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას კათოლიკე ეკლესიამ საკათედრო ტაძარი უსასყიდლოდ გადასცა. ტაძარში ქართველი მორწმუნეებისთვის წირვა-ლოცვა აღსრულდება.
 
"ჩვენ მივმართეთ კათოლიკურ ეკლესიას, მათ აქვთ ეკლესიები, რომლებიც მრევლის ნაკლებობას განიცდის, იყო საეკლესიო საბჭო, მაგრამ უკვე ძალიან ხანდაზმული. ვთხოვეთ, ხომ არ შეიძლებოდა ქართულ საზოგადოებას გადასცემოდა, ვესაუბრეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, გვჭირდებოდა მისი ლოცვა-კურთხევა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, აქაურმა მიტროპოლიტმა მეუფე ათენაგორამ", – თქვა ეპისკოპოსმა დოსითეოსმა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში.
 
კათოლიკეებმა დასავლეთში ქართველ მართლმადიდებლებს უსასყიდლოდ არაერთი ტაძარი დაუთმეს.
 
შეგახსენებთ, რომ ქართველი კათოლიკეები ამ დრომდე ითხოვენ ხუთი ისტორიული ტაძრის დაბრუნებას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს განკარგვაშია. ტაძრები ბათუმში, გორში, ქუთაისში, უდესა და ივლიტაში დგას. 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...