მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე ფულზე არ ვიყიდები“ - რუხში მცხოვრები ოთხი შვილის დედა ,,ქართულ ოცნებას''...

,,მე ფულზე არ ვიყიდები“ – რუხში მცხოვრები ოთხი შვილის დედა ,,ქართულ ოცნებას” მოსყიდვის მცდელობაში ამხელს

Published on

სოფელ რუხში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორ მზია მაღლაკელიძის მტკიცებით, ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობას აიძულებენ.- ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.
 
სოციალურად დაუცველი ოთხი შვილის დედის თქმით, მასთან ქართული ოცნების კორდინატორი – რუხის საჯარო სკოლის პედაგოგი, დარეჯან ბერიშვილი, მივიდა და თვეში 200 ლარს და თბილ ოთახს დაჰპირდა.
 
მზია მაღლაკელიძე წლებია, დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს. მას მძიმე პირობებში უწევს ოთხი შვილის გაზრდა, 11 წლის გოგონა კი მძიმე დაავადებას ებრძვის, თუმცა, მზია მაღლაკელიძის პრობლემებით აქამდე არავინ დაინტერესებულა.
 
„იმუშავე ჩვენთან, მოგცემთ 200 ლარს თვეშიო, აგიტატორად რომ მემუშავა. ძალიან მიჭირდა, იმიტომ მომადგნენ კარზე, ვითომ, მე ფულზე ვიყიდები. მე ფულზე არ ვიყიდები,“ – განაცხადა მზია მაღლაკელიძემ.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...