მთავარისიახლეებიპოლიტიკა28 აპრილს თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე ჩამოდის

28 აპრილს თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე ჩამოდის

Published on

საქართველოს, 28 აპრილს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე ეწვევა. მასთან ერთად თბილისში ჩამოდიან ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ასამბლეის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის პირველი მოადგილე გრეტა ფაგიანი.
 
29 აპრილს ლილიან მორი პასკიე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რის შემდეგაც პარლამენტში პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
 
ლილიან მორი პასკიე წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებს, საიდანაც სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვარზე გაემგზავრება.
 
ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდება.
 
30 აპრილს ლილიან მორი პასკიე პარლამენტში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვა.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...