მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქუჩაში გასვლის გვეშინია"- მოსახლეობა დაძაბულია, რაზეც "ქართული...

“ქუჩაში გასვლის გვეშინია”- მოსახლეობა დაძაბულია, რაზეც “ქართული ოცნება” თვალს ხუჭავს [Video]

Published on

 „ქართული ოცნების“ ზუგდიდის  მერობის კანდიდატის  გიორგი შენგელიას შეხვედრა სოფელ კორცხელის მოსახლეობასთან. ადგილობრივები ბოლო დროს შექნილ კრიმინოგენურ ვითარებას აფასებენ და ამბობენ, რომ ქუჩაში გასვლა დღითიდღე საშიში გახდა, რასაც ბოლოდროინდელი უამრავი ფაქტი ადასტურებს.
31.12.2018
2018 წლის მიწურულს, 31 დეკემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,, ლენდოს’’ დაესხნენ თავს. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1300 ლარი წაიღო.  ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ილია გოგილავას ზუგდიდის მერიის ააიპ-ის კეთილმოწყობის სამსახურში 2014 წლიდან მუშაობდა, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
 
18.02.2019
2019 წლის 18 თებერვალს ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, შუადღისას, საქართველოს ბანკთან, ვალუტის გადამცველეი ჯიხური დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით,  უცნობმა თანხა მაშინ გაიტაცა, როცა ჯიხურში დოლარს ახურდავებდა. 
 
02.03.2019
2 მარტს „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორები დააყაჩაღეს.   დაყაჩაღებაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი შინაგან საქმეთა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მოქმედი თანამშრომელია. ომარ ხუხუა 2003 წლიდან დღემდე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. ომარ ხუხუა 2003 წლამდე პარტიზანული დაჯგუფების წევრი იყო.
 
04.03.2019
4 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის  თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა გაქურდეს. წაღებულია ქურთუკი და აკუმულატორი.
 
04.03.2019
4 მარტს ასევე  ზუგდიდში – “ნიკორას” ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში უცნობმა პირებმა გამყიდველს და კონსულტანტს სცემეს. შემთხვევა საჯვაროს უბანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაუდგენელი პირები მაღაზიაში შეიჭრნენ, დაამტვრიეს ინვენტარი და ფიზიკურად გაუსწორდნენ მაღაზიის პერსონალს. 
06.03.2019
6 მარტს ზუგდიდში,დადვანის ქუჩაზე,მარკეტთან მდგარი თამუნა თოდუას კუთვნილი მანქანა გაძარცვეს. თვითმხილველების ინფორმაციით,მძარცველებმა ჩაამტვრიეს მანქანის საქარე მინა და გაიტაცეს ჩანთა-საბუთებით. წაღებულია  400 ლარამდე თანხა. ავტომანქანის მფლობელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის ბაჩანა შენგელიას დეიდაშვილია.
 
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...