მთავარისიახლეებიპოლიტიკაფადი ასლი: დღეს საქართველოში მხოლოდ ის კომპანიებია თავისუფალი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან...

ფადი ასლი: დღეს საქართველოში მხოლოდ ის კომპანიებია თავისუფალი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით

Published on

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ფადი ასლის, თქმით, აშშ-ის კონგრესში შესული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს სანქციები დაეკისროს, საქართველოს რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახება. 
 
ამის შესახებ ფადი ასლი რუსთავი 2-თან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით მე-6 ადგილზეა, ამას აღარვინ დაიჯერებს. 
 
"ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ბიზნეს გარემო არ არის ისეთი, როგორსაც მთავრობა წარმოაჩენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს. ბოლო 5 წლის განავლობაში უამრავ ინვესტორს შეექმნა აქ პრობლემა. 20 წელია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და არ მახსოვს, რომ მსგავსი რამ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი,"- ამბობს ფადი ასლი. 
 
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოში მხოლოდ ის კომპანიებია თავისუფალი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით. 
 
"ვიდრე მთავრობა უარყოფს ასეთი ვითარების არსებობას, სიტუაცია იგივე დარჩება, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ზეწოლა კომპანიებზე. დღეს მთავრობას აღარავინ ენდობა და ინვესტორებისთვის ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება,"- ამბობს ფადი ასლი. 
 
შეგახსენებთ, დღეს გვრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა, დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს  მთავრობასსანქციები დაუწესდეს. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნესოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს, კონკრეტულ პირებს კი შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალებათ და აღარც ვიზებით ისარგებლებენ.
 
საქართველოს მთავრობა ამ საგანგაშო სიგნალს პასუხობს იმით, რომ ქვეყანაში ,,საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია '' – ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ გაააკეთა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...