მთავარისიახლეებიპოლიტიკაპანკისი გახარიას მოუწყვეს თუ ქისტებისაგან დააპირეს მტრის ხატის შექმნა ქართული...

პანკისი გახარიას მოუწყვეს თუ ქისტებისაგან დააპირეს მტრის ხატის შექმნა ქართული საზოგადოების აკუმულირებისთვის? – დავით ბერძენიშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

Published on

პანკისში ვითარება დროებით ჩაწყნარდა. 30-ზე მეტი დაცვის პოლიციელი, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, 21 აპრილს მომხდარი შეტაკების შემდეგ ჰყავს მობილიზებული, ღამეს ჰესის ასაშენებლად მიტანილ მილებში ათევს.საკვები და თბილი ტანსაცმელიც არ აქვთ. არ იციან რატომ არიან იქ მობილიზებული და რამდენ ხანს დარჩებიან., პანკისელები არაფრის დათმობას არ აპირებენ, მაგრამ რიგითი პოლიციელების მიმართ აგრესიულად არ არიან განწყობილი, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ცნობით ,,მათ მინდორში , ღია ცის ქვეშ დაბანაკებულებს ცხელი ჩაი, ჩაიდანი და ხინკალი  მიაწოდეს.”
 
 
მოსახლეობა დაკავებების მოლოდინშია და არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ჰესის მშენებლობა განაახლოს. ამდენად სიჩუმე პანკისში მოჩვენებითია
 
ერთი მთლიანი თავსატეხის რომელ დეტალებს ვერ ხედავს და ვერ ითვალისწინებს თავის დამოკიდებულებაში ხელისუფლება, როდესაც საქმე პანკისის ხეობას ეხება?
 
ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც აქტუალობას არც აქამდე კარგავდა,  19 წლის პანკისელი ახალგაზრდის თამერლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისა და განსაკუთრებით ბოლო დროინდელი გახმაურებული მოვლენების შემდეგ გადაუდებელ პასუხს  ითხოვს, თუმცა ყველაფერზეა ლაპარაკი, გარდა არსებითისა, ამავარი სიტუაციების შექმნის საფუძველისა.
 
 
 
მე არც აღვიქვამ სერიოზულად  ვერსიას, რომ  , თითქოს პანკისში განვითარებული მოვლენები შს მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. 
 
„ და ასეც რომც იყოს, არ მიმაჩნია ეს მნიშვნელოვნად. მე არ განვიხილავ ამ ვერსიას, როგორც არსებითს. შესაძლოა პოსტფაქტუმ დააპირა ვიღაცამ ხელისუფლებაში ამ ფაქტის გამოყენება, მაგრამ არ განვიხილავ ასეთ ვერსიას. არიან ადამიანები, რომლებიც … აი მე გავიხსენებ, რომ ჯუმბერ პატიაშვილს მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდა, რომ 9 აპრილი პირადად მას მოუწყეს, ანუ ის უფრო ასე ხედავდა ამ უზარმაზარ პროცესს. ნუ რა ვქნა ახლა, კაცია და გუნება.
 
მე მგონია, რომ მთავარი და არსებითი არის ის, რომ მანდაც ვერაფერი ვერ გათვალა ხელისუფლებამ და ჩათვალა, რომ არ შეიძლება ვინმე იყოს წინააღმდეგი, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ რას ჰქვია ვიღაცა გვეწინააღმდეგება, დავსაჯოთ ყველა.
 
ეს არის ერთი ვერსია, რომელიც არ არის ჭკუასთან ახლოს, თუმცა რეალობისგან შორს არ არის. მეორე ვერსია და უფრო არსებითი არის ის, რომ შესაძლოა, სწორედ ქისტებისაგან დააპირეს მტრის ხატის შექმნა ქართული საზოგადოების აკუმულირებისთვის, ჩვენ ვიცით ეს მეთოდები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ ყოფილა და არაერთხელ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...