მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხნა, მაგრამ მხოლოდ 15...

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხნა, მაგრამ მხოლოდ 15 მაისამდე

Published on

4-დღიანი შეზღუდვების შემდეგ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხნა, მაგრამ მხოლოდ   15 მაისამდე.  სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, 15 მაისიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.
 
, აზერბაიჯანულმა მხარემ დღეს დილით მომლოცველებს დავით გარეჯის გამოქვაბულებამდე მისვლის უფლება მისცა.
 
ადგილზე ვითარებას ისევ აკონტროლებენ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები. ისინი მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოიხსნა.
 
„დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არა ამოწურული,“ – ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
 
დეპუტატი პოზიტიურად აფასებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას, რის შემდეგაც მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. თუმცა, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები,  დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.
 
 
აზერბაიჯანი ყოველთვის იყო აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ,   განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის აღნიშნული საკითხი უახლოეს დროში დასრულდეს.
 
„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში წყდება, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო. აზერბაიჯანი მზად არის უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...