მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,უკაცრავად, მაგრამ მე აქ ამის მოსასმენად არ მოვსულვარ'' - ეკა ბესელიამ პარლამენტის...

,,უკაცრავად, მაგრამ მე აქ ამის მოსასმენად არ მოვსულვარ” – ეკა ბესელიამ პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

Published on

 
პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
 
როგორც ბესელიამ განაცხადა, ის შეხვედრას ესწრებოდა, რათა მოესმინა სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით და არა ანრი ოხანაშვილის მონოლოგისთვის.
 
,,იმის თქმა, რომ საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს, იმ ფონზე, როდესაც გუშინწინ ასეთი პირდაპირი, მკვეთრი, უარყოფითი განცხადება გაკეთდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის საელჩოს მხრიდან და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პირდაპირ გააკეთა კომენტარი, რომ ის გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია ამ კანონთან დაკავშირებით, უხერხული მგონია. იგივე პოზიცია აქვს ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს და ამ ფონზე იმის მოსმენა, რომ ეს უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ სირცხვილია. ის, რომ ამხელა მონოლოგს ვისმენ ოხანაშვილისას, რომ რა საუკეთესო კანონპროექტი მოამზადეს და ამით თურმე აღფრთოვანებულია ყველა.
 
უხერხულია, ძალიან დიდი სირცხვილია, როცა ყველა გაკრიტიკებს, ყველა გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და ერთადერთი, ვისაც მოსწონს ეს კანონპროექტი, არის მისი ავტორი ჩინჩალაძის ჯგუფი.  უკაცრავად, მაგრამ მე აქ ამის მოსასმენად არ მოვსულვარ'' – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...