მთავარისიახლეებიეკონომიკამსოფლიო ბაზარზე მარწყვის ფასები რეკორდულად ეცემა. საქართველოში მარწყვის ღირებულება 20%-ით შემცირდა

მსოფლიო ბაზარზე მარწყვის ფასები რეკორდულად ეცემა. საქართველოში მარწყვის ღირებულება 20%-ით შემცირდა

Published on

 
ექსპერტების შეფასებით, მარწყვზე ფასების საკმაოდ ნეგატიური დინამიკა შეიმჩნევა საქართველოში, სადაც მარწყვის ღირებულება 20%-ით შემცირდა და 1 კგ პროდუქტი საშუალოდ, 2, 97$ ღირს. ამასთან, საქართველოში ადგილობრივი და იმპორტირებული მარწყვის ფასები საკმაოდ განსხვავებული იყო. კერძოდ, მაღალი ხარისხის შიდა სასათბურე მარწვის ღირებულება 5,57 – 6,68 დოლარამდე მერყეობდა, ხოლო საბითუმო კომპანიების მიერ თურქეთიდან შემოტანილი პროდუქციის – 1,86 – 2,23 დოლარამდე
 
მარწყვის ფასები  რეკორდულად დაცემას განაგრძობს მსოფლიო ბაზარზე . როგორც East fruit-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული, ახალი პროდუქტის მთავარი მიმწოდებელი თურქეთია, ხოლო პრემიუმ სეგმენტში – ისრაელი.
 
ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას მარწყვის ფასი 22%-ით კიდევ შემცირდა, პროდუქტი ყველაზე ძვირი რუსეთშია. კერძოდ, 1კგ მარწყვის ღირებულება საშუალოდ 7,02 დოლარია. მას მოსდევს უკრაინა, სადაც პროდუქტის ღირებულება 10%-ით შემცირდა და 1 კგ მარწყვის ფასმა 3,35 დოლარი შეადგინა.
 
 
მარწყვის ფასების მკვეთრი დაცემა პრობლემებს შეუქმნის მარწყვის მწარმოებელ ფერმერებს, მართალია, მომხმარებლისთვის გარკვეულწილად გაიაფდება, მაგრამ არც ეს არის დიდად სანუგეშო, რომ ვიფიქროთ  ,,მარწყვს მაინც შეჭამენ ი, ბავშვები'' (მურმან ლებანიძისა არ იყოს) , რადგან მარწყვი ბაზარზე კვლავ ძვირი რჩება. ქვეყანაში, სადაც გულის დასამაგრებლად  50 თეთრიან ფუნთუშას ნისიად ყიდულობენ  ბავშვები  და  ორად იყოფენ,  3 დოლარი კგ მარწყვისთვის უმრავლესობისთვის ყოვლად მიუწვდომელია. მდელობზე თუ გავლენ დედები სოფლად მაინც.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...