მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიცია: ,,ქართული ოცნება" სხვა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს ზუგდიდში არეგისტრირებს

გაერთიანებული ოპოზიცია: ,,ქართული ოცნება” სხვა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს ზუგდიდში არეგისტრირებს

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში მურთაზ ზოდელავამ  ბრიფინგი გამართა.
 
მისი  განცხადებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, რომელიც შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას დავალებით მოქმედებს,  საჯარო მოხელეებს ავალებს, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახლობლები და ნათესავები ზუგდიდში დაარეგისტრირონ.
 
ზოდელავას განცხადებით, ამ საქმეს კურირებს ზუგდიდის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე  ელისო ჩემია , ვიდეო მტკიცებულებები ზოდელავამ ბრიფინგზე ჟურნალისტებსაც წარუდგინა
 
.მურთაზ ზოდელავა მოუწოდებს სახელმწიფო რწმუნებულს,  გააკონტროლოს თავისი მოადგილეები, რადგან,  მისი თქმით,  მოადგილეები ასრულებენ შსს-ს ბრძანებებს.  ზოდელევამ უკვე მიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს და მოუწოდა გააკონტორლონ ვითარება ზუგდიდის იუსტიციის სახლში.
 
გაერთიანებულ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ შტაბში უპასუხეს.
 
შტაბის წარმომადგენლის ლაშა გვასალია თქმით, ,,გავრცელებული ინფორმაცია არის   აბსურდი.“ ისინი ვერცერთ მოქალაქეს ვერ შეუზღუდავენ საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის შეცვლის უფლებას. „- განაცხადა გვასალიამ. მისივე თქმით, არასამთავრებო ორგანიზაციის კვლევებით გიორგი შენგელიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  65%  უჭერს მხარს . 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...