მთავარისიახლეებისამართალილევან ჯიბღაშვილის საქმე. შერჩევითი სამართალი ხელისუფლების მართულმა სასამართლომ ნორმად აქცია

ლევან ჯიბღაშვილის საქმე. შერჩევითი სამართალი ხელისუფლების მართულმა სასამართლომ ნორმად აქცია

Published on

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამ ფაქტმა ისევ წამოწია კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული გიორგი მამუკელაშვილის თემა , რომელსაც   სასამართლომ, ორი ტაბლეტი ექსტაზის გამო როგორც ნარკოგამსაღებელს  8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 
 
 
– ეს არის შერჩევითი სამართლის ტიპური მაგალითი, რომელიც ახასიათებს „ქართულ ოცნებას".- აბობს  „ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი. მისი  თქმით, არც ერთ სხვა შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ეხება საქმე, პატიმრობის გამოყენების გარეშე სასამართლო პროცესს არ ჩაუვლია.
  აქ უკვე აღარ არის საუბარი ეჭვებზე. ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომ ამ ერთი ადამიანის მიმართ არის განსხვავებული მიდგომა, სხვა ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირებთან შედარებით. როდესაც საქმე ეხება შერჩევას, ამის მიზეზი ერთადერთია მხოლოდ: ვიღაცის ახლობელია. კონკრეტულად ვისი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მას ჰყავს მფარველი,"- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
 
ამ შემთხვევაში არის ძალიან სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ნარკოტიკების რაოდენობა არის დასახელებული. იშვიათია პრეცედენტი, შეიძლება არც კი მომხდარა, რომ მსგავსი შემთხვევებისასა ადამიანისთვის არ მიესაჯოთ წინასაწარი პატიმრობა და პირდაპირ ჩანს აქ ეჭვები,“ – განაცხადა აცინალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
 
 
შერჩევით სამართალზე ლაპარაკობს , კლუბებში – "ბასიანსა"და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული  გიორგი მამუკელაშვილის დედა, მაია ელიაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში. 
 
ჩემთვის გაუგებარია,  რა ნიშნით გაათავისუფლეს ლევან ჯიბღაშვილი, რომელსაც მძიმე ბრალი ჰქონდა წარდგენილი, მაშინ როცა  ჩემს მსჯავრდებულ შვილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასაც არ უფორმებს. ეს იმიტომ, რომ ზევიდან არის ბრძანება, თითქოს, პოლიცია მუშაობს და ნარკოგამსაღებლებს აკავებს
 
"ძალიან უსამართლოდ მოექცნენ ჩემ შვილს . ტონა ნარკოტიკის გამო დაკავებული ჯიბღაშვილი კი, 10 000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? რა ნიშნით გამოყვეს ეს ბიჭი ასე, რომ ტონობით ნარკოტიკი ყიდოს და 10 000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს?
რასაკვირველია, სასამართლო მიკერძოებულია და შერჩევით სამართალს აქვს ადგილი. გახარიას დაგეგმილი სრულიად უაზრო სპეცოპერაცია ჩატარდა, ან როგორ ჩაატარეს საერთოდ. სპეცოპერაციას ატარებენ, როცა ნარკოგამსაღებლებს აკავებენ, ამ შემთხვევაში შეიძლება ორი იყოს ასეთი, დანარჩენები ნარკოგამსაღებლები არ არიან.  -განაცხადა ელიაშვილმა.
 
 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...