მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში მოწამლული უკრაინელი ბავშვების თანმხლებმა ქალმა, შესაძლოა, საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს. ცოლ-ქმარს...

ზუგდიდში მოწამლული უკრაინელი ბავშვების თანმხლებმა ქალმა, შესაძლოა, საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს. ცოლ-ქმარს სამშობლოში ბიზნეს მეწილეებთან უთანხმოება ჰქონდათ

Published on

ზუგდიდში მოწამლული უკრაინელი ბავშვების თანმხლებმა ქალმა, შესაძლოა, საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს. ამის შესახებ .„ინტერპრესნიუსთან” საუბარში , იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა. მისი თქმით, სუსლიაკი დნმ-ის ანალიზის გაკეთებას აპირებს, რითაც დამტკიცდება, რომ ბაშვები სუსლიაკისა და მისი ქმრის შვილები არიან.   ადვოკატის ინფორმაციით, ათი არასრულწლოვანიდან ოთხი ცოლ-ქმრის საერთო შვილია, ხოლო ექვსი ქმრის ბიოლოგიური მასალით სუროგატმა დედებმა გააჩინეს.   „თუ ამ რეჟიმში ყოფნა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული მოითხოვოს თავშესაფარი. მას არ აქვს თავისუფლად გადაადგილების საშულება, მართალია ის არ არის პატიმრობაში, თუმცა მას აქვს მოწმის სტატუსი და ეზღუდება საზღვრის დატოვება. გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც წერტილს დაუსვამს ამ ეჭვებს. ქალბატონი დნმ-ის ანალიზს გაიკეთებს. აქვე გამოჩნდება მამის დნმ-იც, რითაც დადასტურდება, რომ დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის შვილია. ათი ბავშვიდან ამ ქალის ბიოლოგიური შვილი არის ოთხი, აქედან სამი დაიბადა უკრაინაში ერთი კი, რომელიც ათი თვისაა, გაჩნდა ამერიკაში. დანარჩენი ექვსი არის სუროგატი დედების მიერ გაჩენილი. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული. მას აგრეთვე გააჩნია უფლება, რომ საზღვარზე გადაიყვანოს ბავშვები. გამოძიება დაიწყო ექიმის ინფორმაციის საფუძველზე, მას შემდეგ რაც მათ აღმოაჩინეს, რომ 4 ბავშვი ერთი და იგივე წელს არის დაბადებული“, – ამბობს ადვოკატი.   მისივე განმარტებით, ცოლ-ქმარმა უკრაინა ბიზნეს მეწილეებთან უთანხმოების გამო დატოვეს, თუმცა მათ სამართალდამცავებთან პრობლემა არ ჰქონიათ.   „ოჯახი ცხოვრობდა უკრაინაში. ქმარს ჰქონდა ბიზნესები და მეწილეებთან შეექმნა პრობლემები. რადგან ეს მეწილეები იყვნენ გავლენიანები, მან ჩათვალა, რომ უკრაინაში საფრთხე ემუქრებოდა და ჩავიდნენ ამერიკაში. იქიდან მათი დეპორტაცია მოხდა. შესაბამისად, ცოლი საქართველოში გამოემგზავრა, ქმარი კი რუსეთში. სწორედ ახლა ცოლ-ქმარი აფხაზეთში უნდა ჩასულიყვნენ, სადაც უნდა ეცხოვრათ ცოტა ხნით მაინც, მყუდროდ“, – ამბობს თოდუა.   უკრაინელი ქალის და 10 ბავშვის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამის მიზეზი ბავშვების საკვებით ინტოქსიკაცია გახდა.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...