მთავარისიახლეებისაზოგადოებაწიგნის დღე. საუკეთესო საჩუქარი ერთმანეთისთვის და საკუთარი თავისთვის

წიგნის დღე. საუკეთესო საჩუქარი ერთმანეთისთვის და საკუთარი თავისთვის

Published on

23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს  აღნიშნავს.
 
რატომ 23 აპრილი? ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალა უილიამ შექსპირი,რომელიც მსოფლიო ლიტერატურის ერთერთ ყველაზე თვალსაჩინო პოეტად და  დრამატურგად არის აღიარებული. 
 
 
ეს დღესასწაული  1995 წლიდან აღინიშნება. დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია წიგნის ბაზრობები და გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, კლასიკოსების წიგნების საჯარო კითხვები,თანამედროვე მწერალთა შეხვედრები მკითხველებთან და პერფორმანსები. დღის საუკეთესო საჩუქრად წიგნი ითვლება.
 
 
საინტერესოა, რომ ამავე დღეს აღინიშნება  ინგლისური ენისა და ესპანური ენის დღეები, რაც ასევე უილიამ შექსპირსა და მიგელ სერვანტესს უკავშირდება –  ,,დონ-კიხოტის'' ავტორი სწორედ ამ დღეს არის დაბადებული. 
 
წიგნის დღის 2001 წლიდან მოყოლებული სახელდება  წიგნის  მსოფლიო დედაქალაქი, ამ ტიტულს უკვე ფლობდნენ მადრიდი ( ესპანეთი),  ალექსანდრია ( ეგვიპტე), ნიუ-დელი ( ინდოეთი), მონრეალი (კანადა), ბოგოტა ( კოლუმბია), ბეირუთი (ლიბანი), ლუბლიანა ( სლოვენია),  ბუენოს – აირესი ( არგენტინა), ერევანი ( სომხეთი),  ბანგკოკი ( ტაილანდი) , პორტ-ჰარკორტი ( ნიგერია), ათენი ( საბერძნეთი) და სხვები. 
 
 

ამ დღის საქართველოში აღნიშვნის ტრადიცია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დამკვიდრდა და წლებია სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება.
 

 
 

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...