მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სასწრაფოდ არის დასასრულებელი ეს ხელისუფლება, თუ გვინდა ახალგაზრდობა მთლიანად არ წავიდეს...

,,სასწრაფოდ არის დასასრულებელი ეს ხელისუფლება, თუ გვინდა ახალგაზრდობა მთლიანად არ წავიდეს ემიგრაციაში“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ მარნეულში

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე და მარნეულის მერობის კანდიდატი, აგილ მუსტაფაევი, მარნეულის სოფელ თაზაქენდსა და ულაშლოში იმყოფებოდნენ.
 
ადგილობრივების მთავარ პრობლემას გაჭირვება, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდება და გაზრდილი კრიმინალი წარმოადგენს.
 
მერობის კანდიდატი ადგილობრივებს ამ პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა.
 
„უაღრესად მშრომელი ადამიანები ცხოვრობენ მარნეულში. მათ ისევე უჭირთ, როგორც დანარჩენ საქართველოში, ისევე არ არის ადეკვატური ჯანდაცვა, ისევე საყვედურებს ღებულობს ე.წ. ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისგან მარნეულში, რომ სკოლები არ არის ადეკვატური. სასწრაფოდ არის დასასრულებელი ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლება, ჩვენ თუ გვინდა, რომ მარნეულში კი არა, საქართველოში საერთოდ მოსახლეობა დარჩეს და ახალგაზრდობა მთლიანად არ წავიდეს ემიგრაციაში,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
გრიგოლ ვაშაძე გუშინაც მარნეულის სოფლებში იმყოფებოდა. . ოპოზიციის ლიდერი მხარდამჭერების ოჯახებში დადის  და მათ პრობლემებს ისმენს.
ზოგიერთი მედიასაშუალება, მათ შორის   “კვირას” სვამს კითხვას, რატომ დადის იგი მედიის გარეშე და რატომ არიდებს თავს მათ მიწვევას ამ შეხვედრებზე  რაც გრიგოლ ვსაძის გაკვირვებას იწვევს.
 
“მედიასაშუალებებს ჩვენ ვეძახით, მაგრამ, არ ვიცი, ახლა რატომ არიან ისინი გადართული გაცილებით უფრო სხვა რეგიონებზე… ეს რიგით რომელი შეხვედრაა, ზუსტად ვერ დაგითვლით, მაგრამ, ყოველდღე მარნეულში ვარ. ყველას ვპატიჟებთ, გადავცემთ თქვენს საყვედურს პრესსამსახურს…ვცდილობთ, მარნეულის ყველა მოქალაქეს მივაწვდინოთ ხმა და ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ღარიბი ხალხის ღარიბი პარტიები ვართ, და არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ე.წ ქართულ ოცნებასავით ბილბორდებით და ბანერებით დავფაროთ მთელი მარნეულის რაიონი”, – განაცხადა ვაშაძემ.
..

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...