მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სად წავიდა ერთი ლარი, რომელზეც ვამბობდით, რომ ადრე სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა?''...

,,სად წავიდა ერთი ლარი, რომელზეც ვამბობდით, რომ ადრე სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა?” – მწავე შეკითხვები ფინანსთა მინისტრს

Published on

მაინტერესებს ერთი ლარი, რომელზეც ვამბობდით, რომ სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა, სად წავიდა? – ამ კითხვით ფინანსთა მინისტრს „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მიმართა.
 
დეპუტატი დაინტერესდა, როდესაც იზრდება აქციზის გადასახადი, რატომ არ კონტროლდება საწვავის ხარისხი.
 
„აქციზის ზრდა რომ მოხდა საწვავში, ხარისხის ზრდა რატომ არ ხდება? პოლიეთილენი თუ იყო ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში და საწვავი არაფერ შუაშია და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ იდგმება, არაფრის კონტროლი არ ხდება მარტო აქცი0ზის ზრდა ხდება.
 
კარგად მახსოვს, როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით „ქართული ოცნება“ ვიძახდით, რომ ერთი ლარი ბიზნესში სააკაშვილის არისო და მაინტერესებს ეს ერთი ლარი აქციზში წავიდა,თუ ვიღაცის ჯიბეში წავიდა ისევ?“-განაცხადა ჭიჭინაძემ.
 
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მინისტრს განუმარტა, რომ ქვეყნიდან მოქალაქეები მძიმე სოციალური ყოფის გამო გარბიან. მისი თქმით, „ფაქტჩეკმა“ ივანე მაჭავარიანი ტყუილში უკვე ამხილა.
 
„თქვენ ეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს რომ 2077 წლამდე თქვენთვის არ არის კეთილდღეობა, თქვენთვის არ არის პერსპექტივა და სწორედ ამიტომაც არის რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის ქვეყნიდან.
 
კი არ გადის,პირდაპირ გეტყვით, გარბის. „ფაქტჩეკმა“ თქვენ ტყუილში გამხილათ,როდესაც თქვენ განაცხადეთ, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა,“-მიმართა ჭიაბერაშვილმა მინისტრს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...