მთავარისიახლეებისაზოგადოებაფაროსანას საწინაღმდეგოდ გასატარებელ მექანიკურ ღონისძიებებს მოსახლეობა ადგილზე ეცნობა

ფაროსანას საწინაღმდეგოდ გასატარებელ მექანიკურ ღონისძიებებს მოსახლეობა ადგილზე ეცნობა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანას საწინააღმეგოდ გასატარებელი მექანიკური მეთოდების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას „მოიზიდე და გაანადგურე“ საშუალებების მექანიკური მეთოდები გააცნო და დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სწავლების მიზნით, საკარდამო ტერიტორიებზე ფერომონიანი თეთრი ნაჭრები დაამონტაჟეს, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით განადგურება. შეხვედრებზე ადგილობრივებს მიეწოდა ინფორმაცია ფაროსანას მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს მავნებლის რაოდენობა. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა რომ ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას უნდა ჰქონდეს მასშტაბური ხასიათი. თავის მხრივ, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ „მოიზიდე და გაანადგურე“ საშუალებებს აქვს დადებითი ეფექტი, რადგან ფერომონსა და შუქზე მოზიდული დიდი რაოდენობით მავნებელი თეთრ ნაჭერთან შეხების შემდეგ რამდენიმე წამში ნადგურდება. ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის დაწყებამდე სპეციალური ჯგუფები ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ და სწავლობენ მავნებლის გავრცელების არეალს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...