კიდევ ერთხელ მინისტრ მაჩო გახარიაზე და ყავაზე

0
413
“ყველაზე სამწუხარო და სავალალო ისაა, რომ გახარიას სახუმაროდ ნამდვილად არ აქვს საქმე. გახარიას თუ მართლა ყავა უნდა შემიძლია დავპატიჟო და მოვუყვე რა სტადიაში იმყოფება დღევანდელი ქართული ოცნება გახრწნის და დეგრადაციის. მივიღეთ ძალის გამოყენება და უსუსურობის დემონსტრირება, ამასთანავე მივიღეთ, ის რომ პოლიციის მორალზე ეს აუცილებლად ძალიან ცუდად იმოქმედებს. ამ პრობლემებზე პასუხი მოეთხოვება პირვე რიგში გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს. უნდა მოვიდეს და საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში საით მიჰყავს ჩვენი უსაფრთხოება. თუ ყავა უნდა ყავასაც დავალევინებთ პარლამენტში, ოღონდ იმედია ჩვენს ყავას გაიზიარებს და არ ეგონება, რომ ციანიდს ვუყრით. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, თამაშობს რაღაც მაჩოობანას, მისი ოხუნჯობებიც ამას მიუთითებს, მაჩო მინისტრი არავის არ სჭირდება, საქმის მკეთებელი მინისტრი და მთავრობაა საჭირო. ” – განაცხადა გიგი უგულავამ ტვ პირველის ეთერში 
 
ყავაზე დაპატიჟების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, გამოცხადდეს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში, ყავაზე დაპატიჟების ინიციატივით უპასუხა და თქვა, რომ მისი ნახვის სურვილის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ის ყავაზე მიიპატიჟონ. „თუ „ევროპულ საქართველოს“ ჩემი დამატებით ნახვა სურს, დამპატიჟონ ყავაზე და მივალ“ – თქვა გახარიამ.
 
საპასუხო განცხადება დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ დღეს გააკეთა. "ევროპული საქართველოს" წევრმა თქვა, რომ მზად არის თავად მოუმზადოს ყავა მინისტრს, თუ ის საკანონმდებლო ორგანოში მივა და არსებულ კითხვებს უპასუხებს.
 
ყავის თამაშებში , საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილიც გაერია –   დეპუტატმა შს მინისტრი და „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ყავის დასალევად მიიპატიჟა.
კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ. ამიტომ მეც ჩავერთვები და ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე,“ –  განაცხადა მან .
 
“იუმორი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ნამდვილად არ არის დღევანდელი ხელისუფლების ძლიერი მხარე და რამდენჯერაც შეეცადნენ ეხუმრათ, იქნება ეს გახარია, კალაძე, თუ თავად ივანიშვილის ანეკდოტები, იმდენჯერ რაღაც სისულელეში შეყვეს თავი, ამიტომ ვურჩევდი, რომ სერიოზულად მიუდგნენ საქმეს'' – ასე შეაფასა  ხელისუფლების უკბილო ხუმრობების სერია(ლი)   დავით ბაქრაძემ.
 
ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოკერია კი ამ ყოველივეს ღლიცინს უწოდებს და ღნიშნავს, რომ ამით შინაგან საქმეთა მინისტრს აქტუალური თემების გადაფარვა სურს:
 
„რეალობა არის ძალიან მძიმე, ის, რაც ვიხილეთ პანკისში, ის რასაც ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში და ის დამოკიდებულება, რაც აქვთ პარლამენტის მიმართ და საკუთარი დადგენილი წესების მიმართ. ეს რამე შეთავაზება კი არ არის, ან კი არ გვსიამოვნებს მათთან პერსონალური ურთიერთობა, ეს არის მათი ვალდებულება და ჩვენი უფლება, რომ მოვიწვიოთ დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადებული "ოცნების" და ივანიშვილის გუნდის მიერ, რომ ასეთი რეგლამენტი მიიღეს და პირველივე წინააღმდეგობებზე, როცა პრობლემატური საკითხია მერე არღვევენ საკუთარ წესებს. ეს არის მაგალითი იმის, როგორ მართავენ ისინი საერთოდ ქვეყენას, რომ მათთვის წესები არ არსებობს, როგორც კი გაუჭირდათ, ეგრევე ღლიცინზე გადავიდნენ, ეს ძალიან მძიმე ვითარებაა,“ – განაცხადა ბოკერიამ.

 
წინა სტატიაწიგნის დღე. საუკეთესო საჩუქარი ერთმანეთისთვის და საკუთარი თავისთვის
შემდეგი სტატიარა მოგვიტანა დღეს საპენსიო რეფორმამ? – კამათი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური