მთავარისიახლეებისაზოგადოებაიტალიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

Published on

რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
იტალიური მედიის  ცნობით, ორი მამაკაცი ერთმანეთს 64 ნომერ სამგზავრო ავტობუსში დაუპირისპირდა. ერთ-ერთი მათგანი მაროკოელი იყო, რომელმაც 44 წლის საქართველოს მოქალაქე ყელის არეში დაჭრა.
დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა.
ამ დროისთვის  საქართველოს მოქალაქეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის ამ დრომდე ჰოსპიტალში რჩება . დამნაშავე მამაკაცი პოლიციელებმა დააკავეს. 
მას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს ბრალი. ამოღებულია ცივი იარაღი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხუბის მონაწილეები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. დაპირისპირების დროს ორივე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...