მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს მინისტრმა აგვიხსნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ბავშვები ვართ. ,,მამიკო'' ვინ...

დღეს მინისტრმა აგვიხსნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ბავშვები ვართ. ,,მამიკო” ვინ არის, ვიცით, საკითხავია, გვყავს თუ არა დედა ?

Published on

 ოპოზიციას დღეს ძირითადი შენიშვნები, მთავრობის ეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ჰქონდა. განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა ლარიზაციის პროცესზე საუბარს. ოპოზიციის წევრები დაინტერესდნენ, რატომ მოუწოდებს ეკონომიკის მინისტრი საზოგადოებას, რომ დანაზოგი ლარში შეინახონ, როცა თავად დანაზოგი დოლარში აქვს.
 
ოპონენტების კრიტიკა ფინანსთა მინისტრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას უთხრა, რომ ციფრებთან კარგად ვერ იყო.ალტერნატივა აქციზის გადასახადის ზრდის და საპენსიო გადასახადის არის სახელმწიფოს დანგრევა? მეტ ფულს წაართმევთ თუ არა საპენსიო რეფორმით ხალხს თუ არა? მითხარით, “-მიმართა ბოკერიამ მაჭავარიანს.
 
მინისტრმა ბოკერიას უთხრა, რომ საპენსიო რეფორმა არაფერ შუაშია და ის მოსახლეობას არ აზარალებს.
 
„გავიგე, რომ ციფრებთან ვერ ხართ კარგად. როდესაც 400-500 ლარიან დაპირებებს იძლევიან პენსიების, მომავალში ჩვენ გვინდა 1000 და 2000 ლარამდე გავზარდოთ პენსია, თუ არ წავიდა დაგროვებით, მაშინ ეს განაკვეთები კი აღარ დარჩება 25% , დარჩება რაც ევროპულ ქვეყნებშია, 40-45%-იანი და ა.შ.“-განაცხადა მაჭავარიანმა.
 
მან პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლარიზაციასთან დაკავშირებით მისი და კობა გვნეტაძის მიდგომებს შორის არსებითი განსხვავება არ არის.
 
"გეტყვით პაპულარულ მარტივ ენაზე, დაახლოებით, რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი გვყავს ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ,რამე არ დაუშავდეთ. სხვაობა გინდათ დავიყვანოთ ჩემსა და ბატონი კობას მიდგომებს შორის. ის ამბობს,რომ ათ საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ,“-განაცხადა მაჭავრიანმა.
 
ამ პარალელის გამო მაჭავარიანი გიგა ბოკერიამ გააკრიტიკა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მას უთხრა, რომ ძალიან ცუდი შედარება გამოუვიდა, როცა საქართველოს მოქალაქეები მოზარდებთან გააიგივა.
 
„ვიცოდი კიდეც რომ თქვენ ბავშვებად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეები. ცუდი ანალოგია გამოგივიდათ, მით უმეტეს, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იქამდე კულტურის ამაღლება დაისახა მიზნად ხალხის, რომ ჩვენ ხალხმა არ იცის ფულის დაგროვებაო და ჩვენ იმისთვის ვართ რომ ვასწავლოთო,“-მიმართა ბოკერიამ მაჭავარიანს.
 
მაჭავარიანმა კი მას უთხრა, რომ არ ეკადრებოდა მსგავსი შინაარსის კომენტარი, რაზეც ბოკერიამ მინისტრს ურჩია, რომ მორალის კითხვა არ დაეწყო.
 
სიტყვიერი დაპირისპირება მინისტრსა და ბოკერიას შორის მაჭავარიანის რეპლიკით დასრულდა, რომელმაც თქვა, რომ თუკი ვინმეს ქვეყნის მოსახლეობა ბავშვად მიაჩნია, ეს ნიშნავს, რომ მათზე ისევე ზრუნავს, როგორც ბავშვებზე.
 
„თუ ვინმეს ბავშვად მიაჩნია, ეს ნიშნავს,რ ომ უფრო მეტს ზრუნავს,“- აღნიშნა მინისტრმა.

სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. დაცვის მხარე...

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის...

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

ცისფერ გალერეასთან "პუბლიკას" ჟურნალისტს სცემეს - გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გაბაძეს ფიზიკურად "ქართული ოცნების" ტიტუშკები...

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

მოსამართლე ჩაგუნავას გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა გვარამიას მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ. სასამართლო სხდომის შემდეგ...