მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი კონსტანტინე ჯალაღონიას წარმატებები ამერიკაში და მომავლის გეგმები

ზუგდიდელი კონსტანტინე ჯალაღონიას წარმატებები ამერიკაში და მომავლის გეგმები

Published on

ზუგდიდელი ნიჭიერი ახალგაზრდა კონსტანტინე ჯალაღონია ლაფაიეტის კოლეჯის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (პენსილვანია, აშშ) სწავლობს, რომელიც მიეკუთვნება „მცირე სუროს“ (Little Ivy) კოლეჯების რიცხვს და ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად. კონსტანტინე ჯალაღონიას სწავლას 100%-ით აფინანსებს სასწავლებელი. ამჟამად ის ეუფლება ორ სპეციალობას – ეკონომიკასა და მათემატიკას.კონსტანტინე ჯალაღონია 2017 წელს ზუგდიდის 1-ლი საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. 2017 წელს ჩააბარა აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლების მისაღები SAT-ის გამოცდა ფიზიკაში, რომელშიც მიიღო მაქსიმალური 800 ქულა და მსოფლიო მასშტაბით ასეთი შედეგის მქონე აბიტურიენტთა 0,02%-ში აღმოჩნდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ კონსტანტინე ჟალაღონიას ამერიკაში სასწავლო ვიზიტი დაუფინანსა. კონსტანტინე ჯალაღონიამ 2018 წლის შემოდგომის სემესტრი დაასრულა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რისთვისაც შეიყვანეს დეკანის საპატიო სიაში. ეს არის უმაღლესი აკადამიური მოსწრების მქონე სტუდეტებისთვის განკუთვნილი წამახალისებელი ჯილდო, რომელიც მათ ანიჭებს მთელ რიგ პრივილეგიას როგორც კამპუსში, ისე მის გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობისას.
კონსტანტინე ჯალაღონია არის სხვადასხვა ორგანიზაციების პროექტების მონაწილე. კერძოდ, სტუდენტური ფორუმის მონაწილე 2016 წელს – დიალოგი ახალგაზრდებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში; ბათუმის გაეროს ახალგაზრდული ანსამბლეის დელეგატი (2018); ინტრეკულტურული დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში (2018 წელი) ტრენინგის მონაწილე და სხვა.
 კონსტანტინე ჯალაღონია  ამჟამად ემზადება დასავლეთ ევროპის წამყავან უმაღლეს სასწავლებელში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის. მისი სამომავლო გეგმები კამპუსში აქტიურ საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რაც მომავალში საშუალებას მისცემს წარმატებით გააგრძელოს სწავლა აშშ-ის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.როგორც კონსტანტინე ამბობს, აშშ-ში სწავლა მისთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან თავისი შესაძლებლობების განსახვავებული კუთხით გამოვლენის საშუალება მიეცა, ეს ეხება როგორც სწავლას, ასევე სხვა ტრანსფერულ უნარებს.მისი დიდი სურვილია მომავალში აშშ მიღებული განათლება მოახმაროს თავის ქვეყანას და თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებაში.
 

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...