მთავარისიახლეებიმსოფლიოშრი ლანკაში მომხდარი აფეთქებებისას დანიელი მილიარდერის სამი შვილი დაიღუპა

შრი ლანკაში მომხდარი აფეთქებებისას დანიელი მილიარდერის სამი შვილი დაიღუპა

Published on

შრი ლანკაში მომხდარი აფეთქებებისა დანიელი მილიარდერის, ანდერს პოვლსენის სამი შვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი სპიკერი ადასტურებს.
 
პოვლსენი ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელს Bestseller-ს ფლობს და Asos-ის წილების მფლობელია. ის უმდიდრესი დანიელია და ბრიტანეთში კერძო მიწების უმსხვილესი მფლობელი. მისი ოთხივე შვილი აღდგომის არდადეგებს შრი ლანკაზე ატარებდა.
 
 
შეგახსენებთ, რომ კვირას აფეთქება სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ამის შემდეგ კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ერთი ზოოპარკთან, ხოლო ერთი პოლიციის რეიდისას, რასაც 3 ოფიცერი ემსხვერპლა.
 
საჰაერო ძალების განცხადების მიხედვით კიდევ ერთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს აეროპორტთან, თუმცა ის აფეთქებამდე განაღმეს.
 
თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის 36 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
 
პოლიციის განცხადების მიხედვით 24 ადამიანი დააკავეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...