მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში ავტომანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს...

ფოთში ავტომანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა

Published on

ფოთში, ნაბადის უბანში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით,"ფორდის" მარკის ავტომანქანის   მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს დაეჯახა.  შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბოძი მოწყდა და იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.
 
"ადგილზე მისულებს დაგვხვდა ორი დაშავებული. გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. ჭიშკართან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია, მეორის, ავტომანქანის მძღოლისა კი სტაბილური", – განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...