მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანკისის მოსახლეობის თქმით, ხეობელების დაკავებას არ დაუშვებენ

პანკისის მოსახლეობის თქმით, ხეობელების დაკავებას არ დაუშვებენ

Published on

პანკისის ხეობაში გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ სიმშვიდეა. დღის განმავლობაში ადგილობრივები შეხვედრის გამართვას აპირებენ და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან. როგორც აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.
 
ამავდროულად მოსახლეობა მზად არის მიიღოს ხელისუფლების შეთავაზება და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. ადგილობრივები ამბობენ,რომ არ დაუშვებენ ვინმეს დაკავებას.
 
„რა საჭირო იყო ჯარის ამოყვანა? ვინ უნდა დაიჭირონ?რომელი ერთი უნდა დაიჭირონ? ყველანი ვიყავით მონაწილე,“-ამბობს ადგილობრივი ნოდარ ბორჩაშვილი.
 
პანკისელების პროტესტს შს მინისტრის ის განცხადება იწვევს, სადაც გიორგი გახარიამ თქვა, რომ კადრები გაიშიფრება და ყველა, ვინც დაპირისპირებაში მონაწილეობდა და კანონს არღვევდა დააკავებენ.
 
პანკისის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ ისევე გააპროტესტებენ ხეობელების დაკავებას, როგორც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.  
 
„გამოვალთ როგორც გუშინ. ვისაც დაიჭერენ გამოვიყვანთ. იგივე მდგომარეობაში ვიქნებით. მშვიდობიანად მივედით, იქაც მივალთ. ხეობას თუ დაიჭერენ დაიჭირონ კაცო. უნდათ, რომ აქედან აგვყარონ, სხვა არაფერი.“-ამბობს იუსუფ ბორჩაშვილი.
 
ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 პაციენტი რჩება. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობა სამართალდამცველია, რომელთაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. სულ სამედიცინო დახმარება ორმოცამდე დაშავებულს დაჭირდა.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...