მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების პროვოკაცია - ოპოზიცია პანკისში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას...

ხელისუფლების პროვოკაცია – ოპოზიცია პანკისში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

Published on

ოპოზიცია  პანკისში  განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
 
პოლიტიკური პარტიების ლიდერები შს მინისტრს, გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ მინისტრმა სახელმწიფოს წინააღმდეგ გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგა. ოპოზიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, რომელსაც პანკისში განვითარებულ მოვლენებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
 
ხელისუფლების პროვოკაცია – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, გუშინ, პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებას.მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ხეობის მცხოვრებელთა უმრავლესობა ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. დეპუტატი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა კომპანიამ გუშინ დილით ხეობაში შესვლა და ჰესის მშენებლობის დაწყება. 
 
„გუშინდელი დღე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია მოწყობილი ხელისუფლების მხრიდან. ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ სახელმწიფომ. მეორე წელია ხელისუფლებამ იცის მშვენივრად,რომ კატეგორიულად წინააღმდეგია პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჰესის მშენებლობის.ამიტომაც იყო მშენებლობა შეჩერებული.
 
წარმოიდგინეთ, დაწყობილი არიან მთელი ძლიერი ამა ქვეყნისანი "ქართული ოცნების" რიგებიდან და საუბრობენ ერთადერთი გზავნილით, რომ თითქოს არ გამორიცხავენ,რომ გუშინდელი დღე იყო პროვოცირებული და რომელიღაცა ძალამ, უხილავმა ძალამ, იქნებ ეს გამოიყენა სათავისოდო. ასეთ ცინიზმსაც ბედავენ, როცა მშვენივრად იცოდნენ, რომ იქ, მით უფრო სპეცრაზმით შესვლა, ამ ყველაფერს გამოიწვევდა,“-განაცხადა ნიკა მელიამ
 
საერთოდ პრემიერი სად არის?- სვამს კითხვას  დავით უსუფაშვილი. ასეთი ხისტი და უხეში მოქმედებით ამ რეგიონში ჰესი კი არა საჩუქარი რომ ჩაიტანო ასე არ უნდა გააკეთო. ვიცით,რომ საკუთარ მოსახლეობასთან ბეტეერებით მოლაპარაკე ხელისუფლება კარგავს ავტორიტეტსაც და კარგავს სახელისუფლებო პატივისცემასაც ეს იყო მორიგი კატასტროფული შეცდომა“-აცხადებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი 
 
ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილიც. მისი თქმით, სპეცრაზმის პანკისში შეყვანა უგუნური გადაწყვეტილება იყო.
„პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ხალხმა, უნდა მოხვდეს იმ ხალხს ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ცუდი და აგრესიული არის გახარია და ზომაზე მეტად აძლევს თავს უფლებას, იმიტომ რომ ეტყობა პატრონმა ამის უფლება მისცა,“-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
 
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია კი ფიქრობს, რომ მოვლენები პანკისში ქვეყნის არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილებით განვითარდა.
„ეს არის არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილება,რომელიც მართავს და პასუხს არ აგებს არაფერზე“,-განაცხადა სამუშიამ.

სიახლეები

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი...

ზუგდიდელი ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს

ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე! მ/წლის 15 ივნისს იტალიის ქალაქ მონტესილვანოში სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული...