მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიციელებმა პანკისის ხეობაში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

პოლიციელებმა პანკისის ხეობაში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

Published on

პანკისი ხეობის სოფელს ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას დაშავებულები თელავის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. დაშავებულთა ნაწილს დახმარება ადგილზე გაეწიათ. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით,სამი პოლიციელი თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული, რომლებსაც თავის,სახის და მუხლი არეში აღენიშნებათ დაზიანებები.პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დროისთვის შედარებით სიმშვიდეა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დიალოგისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა, ადგილობრივებმა ხმაურიანი პროტესტი შეწყვიტეს.
 
თუმცა ისინი რჩებიან ადგილზე და ელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტერიტორიას, სადაც ხადორი 3-ის მშენებლობა დღეს დილიდან დაიწყო, სპეციალური დანიშნული რაზმი იცავს. ისინი ადგილობრივებს სამშენებლო ტექნიკასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
 
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...