მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში 10 უკრაინელი ბავშვის მოწამვლის დეტალები

ზუგდიდში 10 უკრაინელი ბავშვის მოწამვლის დეტალები

Published on

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა.
 
ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.
 
„წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი სისუსტე. სავარაუდოდ, დიაგნოზი არის დაუზუსტებელი საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კვლევები“, – განაცხადა კლინიკის პედიატრმა მზია გერგედავამ.
 
მისივე ინფორმაციით, ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან, მათ შორის ყველაზე უმცროსი 7 თვის, ხოლო უფროსი 11 წლისაა.
 
დღეს მათ სპეციალიზირებულ კლინიკაში, კერძოდ, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
 
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ამტკიცებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან და ამბობს, რომ აქვს დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებულია არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანის თანხმობა. მან ჟურნალისტების სხვა კითხვებს პასუხი არ გასცა.
 ქალის მეზობლების ინფორმაციით, მას ბავშვები მინდობითი აღზრდის პროგრამით ჰყავდა აყვანილი.
 
მათი თქმით, ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ტიროდნენ, რის შემდეგაც მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 
 

სამართალდამცავები ბავშვების დედას თუ მეურვეს კითხავენ.  ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით იმყოფებიან ისინი საქართველოში

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...