მთავარისიახლეებიპოლიტიკაბერლინში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გერმანიის და ევროპის სხვა ქალაქებში მცხოვრები ემიგრანტები ...

ბერლინში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გერმანიის და ევროპის სხვა ქალაქებში მცხოვრები ემიგრანტები იკრიბებიან

Published on

მოძრაობის ,,ერთად სახლში'' წევრები ბერლინში იკრიბებიან. მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გერმანიის და ევროპის სხვა ქალაქებში მცხოვრები ემიგრანტები შეიკრიბებიან.
 
შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება. ემიგრანტების თქმით, მათი ინიციატივით დგება დღევანდელი შეხვედრა და სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გეგმები გააცნონ.
 
ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეხვედრის დროს ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა იქნება, რაც მათი მტკიცებით, ყველანაირი მაქინაციის საშუალებას გამორიცხავს.
 
„როდესაც ჩვენ ვიცით, რა პირობებში წარიმართა ბოლო პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნები, მით უმეტეს, ამ გადმოსახედიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვით ქართველ ემიგრანტებს საშუალება მიეცემათ, რომ ფაქტობრივად, სახლიდან გაუსვლელად ჩაებნენ სახელმწიფოს მართვაში,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
 
მოძრაობის ერთად სახლში ფარგლებში უკვე რამდენიმე შეხვედრა მოეწყო ქართველ ემიგრანტებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შორის, სადაც საუბარი საქართველოს მომავალს შეეხო.
 
სამომავლოდ, კიდევ ერთი დიდი შეხვედრა მაისში გერმანიის ქალაქ კიოლნში იგეგმება.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...