მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი ოპონენტების დევნაში შს მინისტრს ადანაშაულებს

ზაალ უდუმაშვილი ოპონენტების დევნაში შს მინისტრს ადანაშაულებს [Video]

Published on

„იმის მაგივრად, რომ შს მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს და იცავდეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას, ის ზუგდიდში დაკავებული არის პოლიტიკური ოპონენტების დევნით და არჩევნების გაყალბების მცდელობით. ბოლო კვირების განმავლობაში "ოცნების" შტაბის უფროსები და მათი აქტივისტები, მათ შორის, კრიმინალური წარსულის მქონე პირებიც, აქტიურად ცდილობენ ხელი შეუშალონ სანდრა რულოვსის კარდაკარ შეხვედრებს. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ კომბინატის დასახლებაში, სოფლებში – ურთაში, ნარაზენში, ჭითაწყარში. უფრო მეტიც, პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ირაკლი ფაცაცია, ახორციელებენ სანდრა რულოვსის და გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრების მიმართ უკანონო თვალთვალს,“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ზუგდიდში ბრიფინგზე განაცხადა.
ზაალ უდუმაშვილი ოპონენტების დევნაში შს მინისტრს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გიორგი გახარიას დავალებებს ზუგდიდში მისი მოადგილე, ლევან კაკავა ასრულებს.
 
„სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ ფაქტზე არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოიწყეს დევნა და მურუსიძის მიერ მართულმა სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა და პირიქით, ჩვენი, გაერთიანებული ოპოზიციის, წარმომადგენლები დააჯარიმა. ეს მოსამართლეები გახლავთ ირაკლი აბშილავა და მანუჩარ ჩაჩუა. საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც გუშინ სოფელ გრიგოლიშში, "ოცნების" შტაბის უფროსმა მძიმე დაჭრა ასევე "ოცნების" აქტივისტი. ამ უკანონობას პირადად ხელმძღვანელობს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის უშუალო მითითებებსაც ადგილზე ასრულებს მისი მოადგილე ლევან კაკავა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის უდიდეს ნაწილს ატარებს სწორედ ზუგდიდში. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი დაახლოებით, 60 პროცენტით არის გაზრდილი,“ – განაცხადა  უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე გაერთიანებულ ოპოზიციას და ქართულ ოცნებას შორის არსებულ მთავარ განსხვავებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 19 მაისს ზუგდიდი გააკეთებს უმნიშვნელოვანეს არჩევანს.
 
„ჩვენთვის ზუგდიდის მომავალი არის ქალაქის და სოფლების განვითარება, მოქალაქეებზე ზრუნვა, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები, წესრიგის აღდგენა, კრიმინალთან ბრძოლა, პროექტების და პორტების მშენებლობა, მშვიდობა და ინვესტიციები. მათი ზუგდიდი არის გაბატონებული კრიმინალი, კორუფცია, ძალადობა, ზუგდიდელების დაუსჯელი ძარცვა და ყაჩაღობა, სიღატაკე და უპერსპექტივობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანიაა ზუგდიდელებთან უშუალო შეხვედრები, მათთან საუბარი, მათი პრობლემების მოსმენა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრი. "ოცნების" კამპანია არის ხელის შეშლა, პროვოკაციების ორგანიზება, ძალადობა და მოსყიდვა,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
 
 
 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...