მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მინისტრები ივანიშვილის ხელში არიან ბუტაფორიები, ამიტომ ბუტაფორიებს გადაადგილებ თუ გადმოადგილებ, არაფერი იცვლება...

„მინისტრები ივანიშვილის ხელში არიან ბუტაფორიები, ამიტომ ბუტაფორიებს გადაადგილებ თუ გადმოადგილებ, არაფერი იცვლება – ოპოზიცია ქობულიას გადაყენების შესახებ

Published on

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გიორგი ქობულიას მოხსნა, არა მის მიერ ცუდად შესრულებულ სამუშაოს, არამედ ბიძინა ივანიშვილთან მის პირად უთანხმოებას უკავშირდება. 
 
ენმ-ს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესები, რასაც მისი თანამდებობაც შეეწირა.
 
„დღევანდელ ხელისუფლებაში  თანამდებობის პირების, ქობულია იქნება თუ სხვა დანიშვნა ან გადაყენება თანამდებობიდან იმის მიხედვით კი არ ხდება რეალურად მათ რა დამსახურება აქვთ ან ვერ გააკეთეს საქმის თვალსაზრისით, არამედ ეს არის მუდმივად კულუარული, ასე ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის კლანის და დაჯგუფების შიდა ინტერესების გადაჯგუფება, იქ გაჩენილი კონფლიქტები და ა.შ. ამიტომ ქობულიას წასვლაც თანამდებობიდან უკავშირდება შიდა დაპირისპირებას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში, გავლენისთვის ბრძოლაში. როგორც ჩანს ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესი და შეეწირა ამ პროცესს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 
ქობულიას გადაყენებას შიდა დაპირისპირებას უკავშირებს „ევროპული საქართველოც". ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი უჩა მამაცაშვილის კლანს დაუპირისპირდა.
 
„კარგად გამოჩნდა რომ ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს და მას ჰქონდა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან. ეს შეუძლებელია უკავშირდებოდეს მის ცუდ მუშაობას იმიტომ, რომ ასეთია მთელი მინისტრთა კაბინეტი ქართული ოცნების. შესაბამისად ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას შესაძლოა ცდილობდეს უჩა მამაცაშვილი თუ ივანიშვილის გარემოცვის და ოჯახის წევრები სხვადასხვა ხერხებით,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
 
,,სინამდვილეში მარტო ქობულია კი არა, ნებისმიერი მინისტრი და მთელი მთავრობაა წასასვლელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას წასვლის შესაძლო მიზეზების კომენტირებისას განაცხადა.
ეჭვიც არაა, რომ ის ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა. ის შეეწირა გარკვეულ კლანურ და კორუფციულ ინტერესებს, მაგრამ ეს არ ამარტივებს იმ მიდგომებს, რომელიც ქობულიას ჰქონდა, ან რაც აქვს „ქართული ოცნების" ნებისმიერ წევრს. მათ არ აქვთ რეალობის აღქმა, თუ რა გაჭირვებაში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები. ყოველ გამოსვლაში ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გაუგებარია ქობულიას წასვლა იმ ფონზე, როცა ამ გამონათქვამების და მიდგომების წყარო არის თავად ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
 
რომან გოცირიძე ამბობს, რომ ,„მინისტრები ივანიშვილის ხელში არიან ბუტაფორიები, ამიტომ ბუტაფორიებს გადაადგილებ თუ გადმოადგილებ, არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორიაც კი უშლის ხელს რაღაცას, რადგან მზიან ადგილას რომ დადგა, შეიძლება მზის სხივი დაგიჩრდილოს. ,,როგორც ჩანს, სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს, როგორც ამბობენ ის არ ასრულებდა ყველა მის დავალებას, განსხვავებით სხვა მინისტრებისგან, რომლებიც ადგილზე დატოვა. გაცილებით უარესი მდგომარეობაა ფინანსთა სამინისტროში. ეკონომიკის სამინისტრო მაინც მეორეხარისხოვანია თავის ფუნქციიდან გამომდინარე. სამი ახალი დანიშნული მინისტრიდან ორი დატოვა, ერთი – გაუშვა. იმის გაფორმება, რომ ეკონომიკაში ცუდად არის საქმე, ეს არ არის მხოლოდ ერთ მინისტრზე დამოკიდებული. ეს არის ივანიშვილის მმართველობის შედეგი“,- განაცხადა გოცირიძემ

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...