მთავარისიახლეებისაზოგადოებაგრიგოლიშში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გრიგოლიშში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

Published on

გრიგოლიშში წუხელ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, სადაც წუხელ 28 წლის ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა. „მდგომარეობა მძიმედ რჩება, დინამიკაში გაუარესების გარეშე, მართვით სუნთქვაზე, უგრძელდება შესაბამისი ინტენსიური თერაპია"- აცხადებენ საავადმყოფოში.
ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და ის ბეჟან გვაზავაა.
მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ალიკა ლაგვილავაა. შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში მოხდა. ლაგვილავა "ქართული ოცნების" აქტივისტია.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...