მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი მეტოქეებზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში: შეშლილი ბერნი სანდერსი და მძინარე ჯო...

დონალდ ტრამპი მეტოქეებზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში: შეშლილი ბერნი სანდერსი და მძინარე ჯო ბაიდენი

Published on

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის არჩევნებში კენჭისყრის და თავისი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ ვიდეო მიმართვას 24 აპრილს გაავრცელებს. 
 
ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით The Atlantic ავრცელებს. 
 
 
ბაიდენი კენჭს დემოკრატიული პარტიიდან იყრის. დემოკრატიული პარტიიდან მისი მთავარი კონკურენტები პრაიმერისის დროს ბერნი სანდერსი, კამალა ჰარისი და ელიზაბეტ უორენი იქნებიან. 
 
 
17 აპრილს დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს მოქმედი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. 
 
"მე მჯერა, რომ შეშლილი ბერნი სანდერსი და მძინარე ჯო ბაიდენი იქნებიან ორი ფინალისტი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკის წინააღმდეგ არჩევნებში საბრძოლველად (და კიდევ ბევრი შესანიშნავი რამის)! მე ველოდები ამას, ვინც არ უნდა იყოს! ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!" – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...