მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ასეთი რამ არ ხდება- ხელისუფლებაში ქობულიას გადაყენებაზე ...

ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ასეთი რამ არ ხდება- ხელისუფლებაში ქობულიას გადაყენებაზე კომენტარებს აკეთებენ

Published on

.
  მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ ქობულიას გადაყენება კონსულტაციების შედეგად გადაწყდა.
 
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი.  მისთვის უცნობია არსებობდა თუ არა რაიმე სახის დაპირისპირება ივანიშვილსა და ქობულიას შორის.იგი  ადასტურებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში საუბარი შედგა. მისივე განცხადებით, ქობულიას გადაყენებაში უცნაური არაფერია და ცვლილებები მთავრობაში მომავალშიც იქნება. 
 
,,გიორგი ქობულიამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება. არ მიკვირს, ამას მაინც და მაინც კრიტიკით არ ვამბობ მის მიმართ. ძალიან დიდი სამინისტროა. მისთვის ეს გარემო, თავისთავად ცხადია, ცოტა უცხო იყო, რადგან ის სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. უნდა ვისაუბროთ რაღაც ტიპის უთანხმოებაზე, მასსა და პრემიერს შორის, რომელზეც მან თვითონ უნდა გააკეთოს განცხადება.იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მინისტრებისგან, თუ ის რა თქმა უნდა ეკონომიკას ეხება, ჩემთვის ტელევიზიით არ გახდება ცნობილი. ”- განაცხადა 
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან 
 

,,ცვლილებები, გადანაცვლებები, მეორე სუნთქვის გახსნა არის თვეების ამბავი. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მისი დამფუძნებელი და ამ დროის შემქმნელი. ასე, რომ ბუნებრივია, მისი გვერდის ავლით ასეთი რამ არ ხდება – ცვლილებები არის აუცილებელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.
 
გიორგი ქობულიას მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ გუშინ მოაწერა ხელი.. იგი ამ თანამდებობაზე ნათია თურნავამ ჩაანაცვლა

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...