არ არის სიმშვიდე ზუგდიდში. რას ვერ ხედავს ან არ სურს დაინახოს ,, ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გეგა შენგელიამ

0
421
არ არის სიმშვიდე ზუგდიდში.  უკვე გამოჩნდა პირველი სერიოზული ნიშნები იმისა, რომ  ხელისუფლება გეგმავს ნაცადი მეთოდებით იმოქმედოს თავისი კანდიდატის გეგა შენგელიას სასარგებლოდ და  დაბრკოლებები შეუქმნას მერობის სხვა კანდიდატებს და, პირველ რიგში, სანდრა ელისაბედ რულოვსს, რომელსაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს ზუგდიდში, რასაც,,ქართული ოცნების’’ შტაბი  ვერაფერს უპირისპირებს პროვოკაციების, დევნის, თვალთვალისა და სოციალურ ქსელებში ამოქმედებული დეზინფორმაციული მანქანის გარდა, მაგრამ, როგორც სანდრა რულოვსმა განაცხადა ,,თუ მგლისა გეშინია, ტყეში არ შეხვალ''. მგლისა კი უკვე მის ამომრჩევლებსაც აღარ ეშინიათ
 
 
ყველა ნიშანია აგრეთვე იმისა,  რომ ,,ქართული ოცნების''  შტაბში აღარავითარი იმედი არ არის, რომ  შეძლებენ გადაიბირონ, შეაშინონ სანდრა რულოვსის მხარდამჭერები.  უკვე შიგნიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ იქაც აღიარებენ, რომ არანაირი მეთოდები ჯერჯერობით არ ჭრის, თუკი კორცხელის ინცინდენტის ტირაჟირება არ მოახდინეს, ეს კი მათ ძვირად დაუჯდებათ. შესაბამისად, შტაბში  დაძაბულობაა. 
 
 ამაზე მეტყველებს სისხლიანი გარჩევა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სოფელ გრიგოლიშში, მმართველი პარტიის შტაბში 18 აპრილს „ქართული ოცნების“ წევრებს შორის, ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, მოგვიანებით კი დაპირისპირებას გასროლა მოყვა.ინცინდენტი  შტაბიდან გასვლის შემდეგაც გაგრძელდა. მძიმედ არის დაჭრილი ალიკა ლაგვილავა, იდენტიფიცირებულია დამნაშავეც   ბეჟან გვაზავა.  კონფლიქტი თანაპარტიელებსა და თანასოფლელებს შორის სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება.
 
საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული ნარაზენში მომხდარ ინცინდენტზე, როცა სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიას ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა გარდა იმისა, რომ დააპატიმრა არა პროვოკატორები, არამედ … გაერთიანბეული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთაც თავად უხმეს პოლიციას , უფრო მეტიც, მართულმა სასამართლომ ისევ ინცინდენტში დაზარალებულები    დააჯარიმა .
 
ამ ფონზე უცნაურია,  ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატის გიორგი ( გეგა) შენგელიას განცხადება იმის შესახებ, რომ ზუგდიდში სიმშვიდეა.
 
დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი კრიმინალები, რომელთაც მოქმედების კარტბლანში მისცა შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ მათმა წახალისებამ თუ დარაზმულობამ განვლილ არჩევნებზე, დანაშაულს დანაშაულზე ჩადიან, რასაც განვლილი ახლო პერიოდის კრიმინალური შემთხვევებიც მოწმობს.   ქალაქი წალეკა კრიმინალურმა ტალღამ. 
 
2 მარტს „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორები დააყაჩაღეს.   დაყაჩაღებაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი შინაგან საქმეთა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მოქმედი თანამშრომელია. ომარ ხუხუა 2003 წლიდან დღემდე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. ომარ ხუხუა 2003 წლამდე პარტიზანული დაჯგუფების წევრი იყო.იგი აფხაზეთის ომის მონაწილეა.
 
სოფელ ცაცხვში ბლოკის საამქრო გაქურდეს. წაღებულია 1000 ლარამდე ღირებულების ინვენტარი: მასალები, ბლოკის ამწევი, ხრახნი და სხვადასხვა მასალა. 
 
ზუგდიდის ცენტრში, ბანკთან, ვალუტის გადამცვლელეი ჯიხური   დააყაჩაღეს. შს-ს ინფორმაციით  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის  178-ე მუხლით,რაც ძარცვას გულისხმობს. 
 
ზუგდიდში, ფაიფურის ტერიტორიაზე მდებარე თხილის ქარხანა დააყაჩაღეს. ნიღბიანი თავდამსხმელები სასტიკად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ დაცვის სამსახურს და მენეჯერს, რის შემდეგაც მოასწრეს თანხის, დაახლოებით 50 ათასი ლარის წაღება და გაიქცნენ. თავდასხმისას დაშავდა ქარხნის ერთერთი თანამშრომელი, რომლის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. 
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის  თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა გაქურდეს. შემთხვევა ზუგდიდში,  ვახტანგ VI-ის ქუჩა-ზე მოხდა. წაღებულია ქურთუკი და აკუმულატორი..როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
 
 ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, დამნაშავემ 2 უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული სარფში დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს"
 
ზუგდიდში – “ნიკორას” ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში უცნობმა პირებმა გამყიდველს და კონსულტანტს სცემეს. შემთხვევა საჯვაროს უბანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაუდგენელი პირები მაღაზიაში შეიჭრნენ, დაამტვრიეს ინვენტარი და ფიზიკურად გაუსწორდნენ მაღაზიის პერსონალს. დაზარალებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
 
უფრო ადრე .მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,, ლენდოს’’ დაესხნენ თავს. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1300 ლარი წაიღო.  ამოღებულია დაჩაღებული თანხა და იარაღი, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.  სასამართლომ  ბრალდებულს ილია გოგილავას, რომელიც  ზუგდიდის მერიის ააიპ-ის კეთილმოწყობის სამსახურში 2014 წლიდან მუშაობდა,  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
 
სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოზე საფლავიდან ბიუსტის მოპარვის მცდელობისას დაააკავეს  ორი პირი  1995 წელს დაბადებული ლ. გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.დააკავა. გამოძიება საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-258-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 
 
იყო კურიოზული შემთხვევაც –  ზუგდიდში „მაკდონალდსის“ შიდა ფოიეში  დამონტაჟებული 300 ლარად ღირებული თოვლის ბაბუა მოიპარეს. 
 
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი ბაკურ გულუას გვიან ღამით ესროლეს და ცეცხლასასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს.გულუა მიმავალი მანქანიდან ჩაცხრილეს, თავდამსხმელი კი ადგილიდან მიიმალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბაკურ გულუა 2012 წლამდე სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის – თენგიზ გუნავას მოადგილე იყო, 2013 წელს იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი გარემოს დაცვის ინსპექციაში გადავიდა სამუშაოდ.
 
სენაკში ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრეს – შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ერთმანეთს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტებიმუშაობდნენ.ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა. დაზიანებულია შემთხვევის ადგილზე მდგომი ავტომობილიც.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
 
30- იანვარს  მკვლელობა მოხდა  სვანეთში. რკინის ბლაგვი საგნის დარტყმით მოკლულია  22 წლის ახალგაზრდა, რომელიც ზედაეწერის მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება მანქანაში, რა დროსაც მძღოლმა მანქანიდან გადმოაგდო გარდაცვლილი და  მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი და გაქცევა მოახერხა. შსს- ს ინფორმაციით ფაქტზე საქმე სსკ 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკისა და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1977 წელს დაბადებული რ.ჭ. და 1969 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის 2 პისტოლეტი, 3 მჭიდი და 21 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
 
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 დეკემბერს, გვიან ღამით, აბაშის რაიონის სოფელ გეზათში,ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ც. არ დაემორჩილა აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების – შალვა მიმინოშვილის და ბაკურ ჭკადუას, რომლებიც ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდნენ.  და ორივე მათგანს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაშავებული პოლიციელები სტაციონარში გადაიყვანეს, გ.ც.-ზე კი ძებნა გამოცხადდა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი გ.ც. წალკის რაიონის სოფელ ტბეთში დააკავეს. 
 
ესეც პასუხი კითხვაზე, არის თუ არა სიმშვიდე ზუგდიდში, რას ხედავს ან არ სურს დაინახოს გეგა შენგელიამ 
 
წინა სტატიაზაალ უდუმაშვილი ოპონენტების დევნაში შს მინისტრს ადანაშაულებს [Video]
შემდეგი სტატიაზუგდიდში 10-მდე მცირეწლოვანი რეფერალურ ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური