მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ [Video]

Published on

ამ წუთებში ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან. დაკავებული 21 წლის მირო მარკელიას ოჯახის წევრები და ახლობლები მის გათავისუფლებას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ კახათში მოხდა. ახალგაზრდა მეზობლების ჩხუბი რამდენიმე თვის წინ მოხდა.  დაზარალებულმა ახალგაზრდამ ჩვენება მისცა მირო მარკელიას წინააღმდეგ. გამოძიება მარკელიას წინააღმდეგ 117- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრაზ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 12 წლამდე. ოჯახის წევრების და ახლობლების თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ დღეს სასამართლო მარკელიას 5- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის, რასაც ისინი აპროტესტებენ. აქვე იმყოფებიან მარკე;ლიას მეზობლებიც. ისინი ამბობენ, რომ მეზობლებს შორის ასეთუ დაპირისპირება საზიანოა და ერთმანეთში თვითონ გაარკვევენ ურთიერთობას:" 5 წელი რა ამბავია? ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს? 5 წელს არ უსჯიან კაცის მკვლელს და ისინი დადიან გარეთ, ეს არის ჩვენი მთავრობა"- აცახადებს მარკელიას მეზობელიზამირ ჩახაია. საქმეზე სასამართლო დღეს გაიმართება

 

 

სიახლეები

საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია დაურეგისტრირა

პრორუსულ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ დაურეგისტრირეს - გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 22 აპრილს მიიღო: "ბევრს...

ყველაზე მეტი აბიტურიენტი 2025 წელს ისტორიას ჩააბარებს – როგორია არჩევანი საგნების მიხედვით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის...

ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

რუსთაველის გამზირზე, 21 აპრილს დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ადგილზე ვითარება...

“ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება” – მიხეილ სააკაშვილი

"ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის,...