მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ უნდა შევინახოთ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი გადასახადებით ერთდროულად ორი სასახლე?

რატომ უნდა შევინახოთ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი გადასახადებით ერთდროულად ორი სასახლე?

Published on

 
"რატომ გამოვიდა ორმაგი ხარჯი? მე მგონი, შესანიშნავი დანიშნულება აქვს ამ მომენტში. თუ ეს არის საერთო გადაწყვეტილება, მე ამას დავეთანხმებოდი. ამ სასახლის დანიშნულება ხომ სხვა არის, რომ მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართოს აქ,"-  ამბობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია  იმ კითხვის პასუხად, რატომ უნდა შევინახოთ საქართველოს მოქალაქეებმა  ჩვენი გადასახადებით  ერთდროულად ორი სასახლე.
 
ივანიშვილმა ბრძოლა ავლაბრის რეზიდენციის წინააღმდეგ თითქოს იმ მოტივით დაიწყო, რომ მისი შენახვა ძვირი ჯდებოდა. უბრალო არითმეტიკის ცოდნაც საკმარისია იმისათვის, რომ ორი სასახლის შენახვა ერთი სასახლის ხარჯზე მეტი დაჯდება, მაგრამ საქმე რომ ხარჯებში არ არის თუნდაც ამ არითმეტიკის არმცოდნისთვისაც მარტივია გინდ ცერემონიების სასახლე უწოდო   პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციას  და გინდ კულტურის ცენტრი. და აქ იჩენს თავს ივანიშვილის ნამდვილი მოტივი – პრეზიდენტ სააკაშვილის სახელის წაშლ-ის ავადმყოფური სურვილიც და და არანაკლებ მნიშვნელოვანი – სასახლის ადრე თუ გვიან მითვისების მიზანი. 
ასეა თუ ისე ამიერიდან  
 
ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციის ნაცვლად ათონელის რეზიდანციაში შევიდოდა, 2018 წლის აგვისტოში დააანონსა. 
 
"ორბელიანთა სასახლეში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ,"- ამბობდა პრეზიდენტი 2018 წელს. 
 
ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში საქმიანობა დაუსრულებელ სასახლეში დაიწყო. 
 
პირველი საპრეზიდენტო სასახლე, სადაც გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....