მთავარისიახლეებისაზოგადოება”პანორამა თბილისის” მშენებლობა დროებით შეჩერებულია

”პანორამა თბილისის” მშენებლობა დროებით შეჩერებულია

Published on

”პანორამა თბილისის” მშენებლობა დროებით შეჩერებულია – ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურმა მიიღო. უწყების წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი გვიან ღამით დატოვეს. ბიძინა ივანიშვილის კომპანიის შესახებ დასკვნა, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რაც სამი ახალგაზრდის სიმაღლიდან ჩამოვარდნის მიზეზი გახდა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ბრალეულობა დადგინდება მას 10 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.
 
"მოკვლევის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შევაჩეროთ სამუშაოები, სანამ არ მოხდება მისი სრულად აღმოფხვრა," – ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...