მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია კობახიძეს - ხომ არ შეგეშინდა?

ეკა ბესელია კობახიძეს – ხომ არ შეგეშინდა?

Published on

ხომ არ შეგეშინდა? – ასე მიმართა უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „შენობით მიმართვის“ გამო, მას მიკროფონი გამოურთო.
 
მას შემდეგ, რაც ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარის მითითების შედეგად მიკროფონი გაეთიშა, ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა.
 
„ხომ არ შეგეშინდა“,- მიმართა ბესელიამ კობახიძეს, რაზეც თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „შიში თქვენსკენ მოიკითხეთ“.
 
ამასთან, კობახიძემ მანდატურის სამსახურს სთხოვა, მიემართათ ეკა ბესელიასთვის, რომ დაიცვას ეთიკა.
 
შეგახსენებთ, ბესელია პლენარულ სხდომაზე კობახიძისთვის აპირებდა ეკითხა, როდის მოხდებოდა ბიუროს სხდომის დღის წესრიგში მისი და რამდენიმე დეპუტატის მიერ, მოსამართლეების საკითხზე მომზადებული კანონპროექტის შეტანა, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, ბესელიას მიკროფონი გამოურთო და განმარტა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართონ, ბესელიას კი სიტყვას მას შემდეგ მისცემს, რაც შეცდომას გამოასწორებს“.

სიახლეები

რა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა – გიორგი ლუბარეცკის ანალიზი

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.  "საზღვარგარეთ...

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის...

უკრაინაში მოკლეს კუბელი მოხალისე, რომელიც ოკუპანტთა მხარეს საომრად აფხაზეთიდან ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ნოემბერს დაკრძალავენ ვალდეს რივერო ხუან კარლოსს, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და...

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...