მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ჩვენ ერთად აღვადგენთ ნოტრ-დამს”- განაცხადა მაკრონმა. ფრანგი მილიარდერებმა უკვე ამ დილით გაიღეს...

,,ჩვენ ერთად აღვადგენთ ნოტრ-დამს”- განაცხადა მაკრონმა. ფრანგი მილიარდერებმა უკვე ამ დილით გაიღეს სამასი მილიონი ევრო.

Published on

საფრანგეთს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის საკათედრო ტაძრის აღდგენის პირობა დადო და სპეციალურ ფონდში თანხის მობილიზება დაანონსა.
 
"ნორტ-დამი არის ჩვენი ისტორია, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი სულის ნაწილი. ადგილი, სადაც ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ომები, ეპიდემიები თუ გათავისუფლება მიმდინარეობდა. ის ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრს წარმოადგენს. ნოტრ-დამი იწვის და მე ვიცი, რა მწუხარებას და მღელვარებას განიცდის ახლა ბევრი ჩვენი თანამემამულე. თუმცა, დღეს მინდა ასევე ვისაუბრო იმედზე. მოდით ვიამაყოთ, რომ 800 წლის წინ ეს ტაძარი ავაშენეთ და საუკუნეების მანძილზე ის გაფართოვდა და გაუმჯობესდა. დღეს მე დარწმუნებით ვაცხადებ, ჩვენ ერთად აღვადგენთ ნოტრ-დამს,”-განაცხადა მაკრონმა.
 
.მომხდარს საშინელება უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. „ნოტრ-დამი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საგანძური. ეს ტაძარი რომელიმე ქვეყანაზე მაღლა დგას, ის ჩვენი კულტურის, ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ის მართლაც დიდი ტაძარია. მე ნამყოფი ვარ და შემიძლია ვთქვა, არ არსებობს მსგავსი საკათედრო ტაძარი მთელს მსოფლიოში.. ეს საშინელი სანახაობაა ",”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.  
 
ტაძრის აღდგენაში საფრანგეთს დახმარებას დაპირდა იუნესკო.  მხარდაჭერა ფრანგ ხალხს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გამოუცხადეს.
 
ფრანგი მილიარდერების, არნოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
 
„LVMH Moët Hennessy – Louis Vuitton-ის ჯგუფი და არნოების ოჯახი სოლიდარობას უცხადებენ ეროვნულ ტრაგედიას და ამ შესანიშნავი ტაძრის, საფრანგეთის სიმბოლოს აღდგენაში მონაწილეობას მიიღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
LVMH Moët Hennessy – Louis Vuitton ფრანგული ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომელიც Louis Vuitton, Givenchy, Guerlain, Chaumet, Moët & Chandon, Hennessy ბრენდების პროდუქტებს აწარმოებს.
 
კომპანიის მფლობელი ბერნარ არნო და მისი ოჯახია. 2018 წლის მდგომარეობით, კომპანიის კაპიტალიზაცია 144 მილიარდ ევროს შეადგენდა, ხოლო მისი მფლობელის ბერნარ არნოს ქონება კი 70 მილიარდ ევროდ არიას შეფასებული. ის 2018 წელს ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.
 
ფრანგი მილიარდერის, პინოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
 
„მამაჩემმა ფრანსუა პინომ და მე გადაწყვეტილება მივიღეთ კომპანია Artemis-ის ფონდებიდან 100 მილიონი ევრო გამოვყოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაზე“, – განაცხადა ფრანსუა-ანრი პინომ.
 
პინოების ოჯახი კომპანიებს Artemis და Kering ფლობს.
 
 
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია. ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.
 
ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...