მთავარისიახლეებიპოლიტიკავისთვის არის სასამართლო ამ ქვეყანაში? ხალხისთვის თუ კონკრეტული ჯგუფისთვის?- სამოქალაქო...

ვისთვის არის სასამართლო ამ ქვეყანაში? ხალხისთვის თუ კონკრეტული ჯგუფისთვის?- სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომაზე შავი მაისურებით მივიდნენ

Published on

 ირაკლი კობახიძის კანონპროექტის განხილვას იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
მათ პროტესტის ნიშნად შავი მაისურები, წარწერით "კლანი უნდა წავიდეს" ეცვათ.
 
როგორც  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მმართველმა პარტიამ მოახერხა, რომ ერთადერთი მხარდამჭერი ამ პროცესში არის ის კლანი, რომელიც სასამართლოშია.
.,,ნახეთ მათი ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა თქვენსაც. ვისთვის არის ეს სასამართლო ამ ქვეყანაში? სასამართლო არის ხალხისთვის, თუ ეს არის სასამართლო, რომელიც სჭირდება კონკრეტულ ჯგუფს? “, – განაცხადა სალაძემ.
 
ყველა კომიტეტი ამის შემდეგ, ამაზე უფრო მძიმე იქნება, რადგან თქვენ არ გვთავაზობთ სამართლიან თამაშის წესებს და პასუხიც იქნება შესაბამისი ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა განაცხადა.
 
„ამ დარბაზში არც დღეს და არც წინა კომიტეტზე, არ იჯდა ერთი ადამიანიც კი რომელიც გაიზიარებდა თქვენს განწყობებს და მოსაზრებებს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მართლა პირველი შემთხვევაა, როცა ვერ მოახერხეთ ვინმე მაინც მოგეყვანათ, ვინც თქვენი და კლანის ინტერესების გამტარებელ კანონპროექტს ფორმალურად მაინც დაუჭერდა მხარს. მაგრამ ახლა, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია პროცედურა. შინაარსზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის თამაშის წესები, რასაც თქვენ გვთავაზობთ. ხომ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ თქვენ ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერთ. პარტიულ ვერტიკალში არ დარჩა არავინ, ვინც ეს პირდაპირ არ გვითხრა და სახეში არ მოგვახალა, რომ ამ პროცედურაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ძალაუფლება რომ გაქვთ და როცა გინდათ მაშინ რომ ჩაატარებთ კენჭისყრას და მხარს რომ დაუჭერთ ესეც ხომ ვიცით. აქ მთავარი იცით რა არის? ძალაუფლებასთან ერთად, მინიმალურ კეთილგონიერებას რომ არ იჩენთ, ეს ძალაუფლება ისე გამოიყენოთ, რომ სამართლიანი თამაშის წესები მაინც გვაგრძნობინოთ“, – განაცხადა ვერძეულმა.
 
„შინაარსზე რომ ვერ ვთანხმდებით ეს უკვე აღარაა მნიშვნელოვანი, მთავარი არის დამოკიდებულება, რომელსაც თქვენ აჩვენებთ და ეს დამოკიდებულება ჩემთვის არის ის, რომ თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რათა ხვალ ჩინჩალაძეს უვადოდ ჩაუვარდეს ხელში უზენაესი სასამართლო.  განაცხადა სოფო ვერძეულმა.მისივე თქმით, ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყველა შემდეგი განხილვა, სადაც ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა უფრო და უფრო მძიმე იქნება.
 

 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...