მთავარისიახლეებისაზოგადოება"ბავშვებს უაპელაციოდ ჩაუშალეს გაკვეთილი"- ყინულის სახლში მისული მოზარდები უკან გააბრუნეს

“ბავშვებს უაპელაციოდ ჩაუშალეს გაკვეთილი”- ყინულის სახლში მისული მოზარდები უკან გააბრუნეს

Published on

ზუგდიდის ყინულის სახლში მისულ ერთ ჯგუფს გაკვეთილი არ ჩაუტარდა, მიზეზი, როგორც მშობელი ამბობს, ყინულის დადნობაა. ალექსანდრე ახვლედიანმა სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:„ადგილობრივ ხელისუფლებას, გართულს სამარცხვინო საარჩევნო კომპანიით, ყინული შემოადნა, ბავშვებს უაპელაციოდ ჩაუშალეს გაკვეთილი, მორჩით ყანწებით ყელყელაობას და წინასაარჩევნოდ ილუზია მაინც შექმენით საქმის კეთების!“- წერს ახვლედიანი. მისი თქმით, ბავშვებს უთხრეს, რომ  დანადგარი გაფუჭდა და გაკვეთილი არ ჩაუტარდებოდათ:“დანადგარი გაგვიფუჭდაო ყინულის გაყინვის უზრუნველმყოფელი, გაკვეთილი ჩაგვეშალა. არც ბოდიში, არც ახსნა-განმარტება, ისე გამოგვიშვეს“- განუცხადა „ოდიშინიუსს’ ალექსანდრე ახვლედიანმა. ყინულის სახლში საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას ადასტურებს ზუგდიდის მერიის „სპორტის განვითარების ცენტრის „ ხელმძღვანელი გოჩა ჩიქოვანი, თუმცა უარყოფს ინფორმაციას იმის შსახებ, რომ დანადგარი გაფუჭდა და ყინული დადნა. „ინტრიგანია ვინც ამას წერს…პროფილაქტიკის მიზნით არის გამორთული, მიმდინარეობს ე. წ. „გრიკოლის“  სითხის ჩასხმა. აგრეგატები რომ არ გამოირთოს, ისე ვერ მოხერხდება ამ სითხის ჩასხმა. საღამოს უკვე მწყობრში იქნება“- განუცხადა გოჩა ჩიქოვანმა.
ყინულის სახლი 6 წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...